საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი ‘Meliora 2022
ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) წელს უკვე მეოთხედ ატარებს საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსს ‘Meliora’.
CSRDG-მ Meliora 2018 წელს დააფუძნა. წლების მანძილზე კონკურსს ჰყავდა 25-მდე მხარდამჭერი და 20-მდე მედია პარტნიორი. 2018-2020 წლებში კონკურსში მონაწილეობა მიიღო 90-მდე კომპანიამ 200-ზე მეტი პროექტით.
წელს, კონკურსი კვლავ ტარდება, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების STAR ინიციატივა“ ფარგლებში, მრავალ საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციასთან, ბიზნესპლატფორმასა და სამთავრობო ინსტიტუტთან თანამშრომლობით. Meliora 2022 გამოავლენს და დააჯილდოებს საქართველოში მოქმედ იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ შთამაგონებელ და სამაგალითო პროექტებსა და ინიციატივებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში.
გვჯერა, რომ კონკურსი Meliora მთელი ქვეყნის მასშტაბით გახდება მნიშვნელოვანი ცვლილებების, ბიზნესის წარმატების და კორპორაციული პასუხისმგებლობის შთაგონების წყარო.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 10 თებერვალი 2023 .
CSR Latvia
ლატვია
ლიტვის მდგრადი ბიზნესის ასოციაციის „ლავა“
ლიეტუა
DHR Communications
ირლანდია
გარემოს დაცვისა და განვითარების ცენტრი (SUM)
ნორვეგია
Ashoka
ავსტრია
Alternate Consulting
უნგრეთი
Gaia Research
შოტლანდია
AMAP Sustainability
შვედეთი
Business in the Community Ireland
ირლანდია