განაცხადების რაოდენობა
განმცხადებლებს შეუძლიათ წარმოადგინონ ნებისმიერი რაოდენობის განაცხადი ნებისმიერი რაოდენობის კატეგორიაში.
ერთ კონკრეტულ კატეგორიაში რამდენიმე პროექტის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პროექტები ამ კატეგორიაში არსებულ სხვადასხვა თემას უკავშირდება.
მაგალითად, ერთსა და იმავე კატეგორიაში - მწვანე ინიციატივა - შესაძლებელია ორი სხვადასხვა პროექტის წარდგენა, თუ ერთ-ერთი ბიომრავალფეროვნების თემას ეხება, ხოლო მეორე - ენერგომენეჯმენტს. ამავდროულად, დაუშვებელია ორი სხვადასხვა პროექტის წარდგენა, თუ ორივე ერთსა და იმავე თემას (ვთქვათ, ენერგომენეჯმენტს) ეხება. ამ შემთხვევაში, ჩვენი რეკომენდაციაა, ერთი მიმართულებით განხორციელებული აქტივობები გააერთიანოთ ერთ განაცხადში.
თქვენ არ გაქვთ უფლება შემოიტანოთ ერთი და იგივე პროექტი სხვადასხვა კატეგორიაში. ერთი კონკრეტული პროექტის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.