გამჭვირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობის და მდგრადობის საკითხებზე

ჯილდო კომპანიისთვის, რომელიც სოციალურ და გარემოსდაცვით სფეროში საკუთარი ზეგავლენების, საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაციას დაუფარავად და გულახდილად აწვდის საზოგადოებას

ნომინაციის აღწერა: საკუთარი საქმიანობის შედეგად გარემოსა და საზოგადოებაზე მოხდენილი დადებითი ან უარყოფითი გავლენის შესახებ, აგრეთვე განხორციელებული საქმიანობის შესახებ გამჭვირვალე და გულახდილი კომუნიკაცია პასუხისმგებელი ბიზნესის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია.

ამ კატეგორიაში გამოვლინდება და დაჯილდოვდება მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიში/CSR ანგარიში ან ვებგვერდი, რომელიც სრულად, ამომწურავად, გამჭვირვალედ და კეთილსინდისიერად წარმოადგენს ინფორმაციას კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის პოლიტიკის და პრაქტიკის, კონკრეტული CSR-პროექტების/ინიციატივების შესახებ, გარემოსა და საზოგადოებაზე კომპანიის საქმიანობის დადებითი და უარყოფითი ზეგავლენის შესახებ.

თემები ამ კატეგორიაში:

  • მდგრადი განვითარების /CSR-ის ანგარიში - საქართველოში გამოქვეყნებული (ფიზიკურად ან ელექტრონულად) 2022 და/ან 2023 მდგრადი განვითარების/სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში, რომელშიც წარმოდგენილია დაბალანსებული და დასაბუთებული ინფორმაცია კომპანიის სოციალური ზეგავლენისა და ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების, აგრეთვე ამ მიმართულებით მისი პოლიტიკის, მართვის სისტემების და განხორციელებული ინიციატივების/პროექტების შესახებ.
    შესაძლებელია როგორც დამოუკიდებელ დოკუმენტად მომზადებული ანგარიშის წარდგენა, აგრეთვე წლიური ანგარიშის (ან სხვა ტიპის ანგარიშის) იმ სექციისა, რომელიც ეთმობა მდგრადი განვითარების/CSR ანგარიშს.
  • CSR-ვებგვერდი კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის და მდგრადობის შესახებ - საკონკურსოდ შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს დამოუკიდებელი ვებგვერდის ან კომპანიის ვებგვერდის სექცია, რომელიც ასახავს 2022 და/ან 2023 წლების კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის და მდგრადობის პოლიტიკას, აქტივობებს და მიღწეულ შედეგებს.
  • ანგარიში კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მიმართულებით კომპანიის პოლიტიკის, საქმიანობათა და შედეგების შესახებ - საქართველოში გამოქვეყნებული (ფიზიკურად ან ელექტრონულად) ანგარიში, რომელიც ასახავს 2022 და/ან 2023 წლების კომპანიის პოლიტიკას, მართვის სისტემებს, განხორციელებული ინიციატივებს და მიღწეულ შედეგებს კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის ერთ-ერთი მიმართულებით: გარემოს დაცვის, საზოგადოების მხარდაჭერის, ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებების, მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროებში. 

იხილეთ:

განაცხადის ფორმაშეფასების სახელმძღვანელო