საზოგადოების მხარდაჭერა

ჯილდო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემების მხარდაჭერისა და განვითარებისთვის

ნომინაციის აღწერა: ამ კატეგორიაში დაჯილდოვდება გამორჩეული პროგრამა/პროექტი /ინიციატივა, რომლის მიზანია მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების, მთლიანად საზოგადოების და უშუალოდ იმ ადგილობრივი თემის ცხოვრების გაუმჯობესება, სადაც საქმიანობს კომპანია; კერძოდ, დახმარება ისეთი კონკრეტული პრობლემების გადაჭრისას, რომლებიც უკავშირდება განათლებას, სპორტს, კულტურას, ჯანდაცვას, სიღარიბის დაძლევას, თანაბარ შესაძლებლობებს და სოციალურ ინკლუზიას, საარსებო წყაროების სტაბილურობას და ა.შ.

 ამ კატეგორიაში გამარჯვებულად აღიარება ნიშნავს, რომ კომპანია დადებით გავლენას ახდენს საზოგადოებაზე და/ან ცალკეულ თემზე, სტრატეგიულად უდგება იქ არსებული პრობლემების გადაწყვეტას და აღწევს გრძელვადიან, მდგრად შედეგებს. 

თემები ამ კატეგორიაში: 

  • თემში თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობა (მაგ., შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის და სხვა უმცირესობათა ჯგუფებისთვის)
  • სტერეოტიპების დაძლევა და სოციალური ცვლილება თემში
  • ბიზნესი სიღარიბის წინააღმდეგ - მდგრად შედეგზე ორიენტირებული პროგრამები სიღარიბის დასაძლევად
  • ადგილობრივი თემის განათლება და განვითარება (განათლების შესაძლებლობების უზრუნველყოფა და საგანმანათლებლო აქტივობების მხარდაჭერა)
  • კულტურის განვითარება და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა
  • ცხოვრების ჯანსაღი წესის, სპორტის და თემის ჯანმრთელობის ხელშეწყობის ინიციატივები
  • თანამშრომელთა მოხალისეობისა და pro bono ინიციატივები
  • სხვა: თუ თქვენი პროექტი არ შეესაბამება ზემოთ მოყვანილ არც ერთ თემას, შეგიძლიათ თავად დაამატოთ შესაბამისი თემა.

იხილეთ:

განაცხადის ფორმაშეფასების სახელმძღვანელო