ვის შეუძლია მონაწილეობა

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ, როგორც მსხვილ, ისე მცირე/საშუალო ზომის კომპანიებს. „კერძო კომპანიებში“ იგულისხმება კომპანიები, რომლებიც იღებენ შემოსავალს საქონლისა და მომსახურების მიწოდების მეშვეობით.

კონკურსზე არ დაიშვებიან სამოქალაქო ორგანიზაციები, საჯარო სექტორის უწყებები ან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოები (სახელმწიფო კომპანიების კატეგორიას განეკუთვნებიან ის საწარმოები და ორგანიზაცები, რომელთა წილის ან აქციათა პაკეტის 50%-ს ან მეტს ფლობს ცენტრალური ან ადგილობრივი მთავრობა, ან მათი შვილობილი კომპანიები, და/ან კომპანიები რომელთა კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო  - მაგ. რომელთაც მთავრობის მხრიდან დანიშნული ჰყავს სპეციალური მმართველი).

კონკურსზე არ დაიშვებიან აგრეთვე კომპანიები, რომლებიც მიეკუთვნებიან საზოგადოებასა და ბუნებრივ გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის მქონე სექტორებს, კერძოდ ქვემოთ ჩამოთვლილი სექტორებიდან ერთ-ერთს: სათამაშო ინდუსტრია (აზარტული თამაშები, მათ შორის ონლაინ თამაშები, კაზინოები და მსგავსი სახის დაწესებულებები); თამბაქოს  წარმოება ან ვაჭრობა; იარაღის წარმოება ან იარაღით ვაჭრობა; ასევე საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო კონვენციებითა და შეთანხმებებით აკრძალულ ბიზნეს საქმიანობაში ჩართული კომპანიები.

მცირე და მსხვილ კომპანიებს ექნებათ გამარჯვების თანაბარი შანსი, რადგან მონაწილეთა განაცხადები შეფასდება არა ერთმანეთთან შედარებით, არამედ შეფასების სპეციალური კრიტერიუმების მიხედვით. საქმიანობის მასშტაბი და შედეგები შეფასდება კომპანიის ზომასთან შეფარდებით.

თითოეულ კატეგორიაში შესაძლებელია ორი პარალელური ჯილდოს მინიჭება: ცალკე - მსხვილი და ცალკე - მცირე/საშუალო ზომის კომპანიისთვის.

წინა წლის კონკურსის მონაწილეს შეუძლია შემოიტანოს საკონკურსოდ იგივე პროექტი (რომელიც წინა წელს ჰქონდა წარდგენილი) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა განაცხადთან შედარებით აჩვენებს საგრძნობ გაუმჯობესებას, ახალ შედეგებსა და მიღწევებს. იგივე პროექტის უცვლელად შემოტანა დაუშვებელია.

წინა წლის კონკურსის გრან პრის მფლობელი არ დაიშვება მომდევნო წელს იმავე კატეგორიაში (ანუ კვლავ „წლის პასუხისმგებელი კომპანიის“ კატეგორიაში)  მონაწილეობისთვის. მას შეუძლია განაცხადის შემოტანა ნებისმიერ სხვა კატეგორიაში.

წინა წლის კონკურსის თემატური ან სპეციალური კატეგორიის გამარჯვებულს არ აქვს უფლება შემდეგ წელს  საკონკურსოდ წარადგინოს იგივე პროექტი (რომელმაც წინა წელს გაიმარჯვა), რაოდენ მნიშვნელოვანი სიახლეები, გაუმჯობესება და ახალი მიღწევებიც არ უნდა ჰქონდეს.

წინა წლის კონკურსის თემატური ან სპეციალური კატეგორიის გამარჯვებულს შეუძლია საკონკურსოდ წარადგინოს სხვა პროექტი იმავე კატეგორიაში, რომელშიც შარშან გაიმარჯვა, ან ნებისმიერ სხვა კატეგორიაში.

------------------------------------------------------------------

საქსტატის სტანდარტის მიხედვით (https://www.geostat.ge/ka), საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში  მონაწილე კომპანია განისაზღვრება, როგორც მსხვილი, თუკი მასში 250 ადამიანზე მეტია დასაქმებული; კონკურსში მონაწილე კომპანია, რომლის თანამშრომელთა რაოდენობა 250-ზე ნაკლებია, ითვლება მცირე ან საშუალო ზომის კომპანიადმულტინაციონალური კომაპნია, რომლის თანამშრომელთა რაოდენობა  მსოფლიოს მასშტაბით აღემატება 250 თანამშრომელს, მიიჩნევა მსხვილ კომპანიად,   მიუხედავად იმისა თუ რამდენი თანამშრომელი ჰყავს მას საქართველოში.