კონკურსზე წარდგენილ პროექტებს შეაფასებს დამოუკიდებელი ჟიური (გარე შემფასებელთა ჯგუფი), რომელიც შედგება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროს და მისი ცალკეული მიმართულებების (თემის განვითარება, შრომითი საკითხები, მომხმარებლის უფლებები, ბიზნეს ეთიკა, სექტორთაშორისი პარტნიორობა და ა.შ.) წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან.
შეფასების პროცესი არის მთლიანად დამოუკიდებელი; კონკურსის ორგანიზატორის (CSRDG) არც ერთი წარმომადგენელი არ არის ჟიურის შემადგენლობაში. ჟიურის წევრები წარმოადგენენ საერთაშორისო და ადგილობრივ საზოგადოებრივ თუ საჯარო ორგანიზაციებსა და აკადემიურ წრეებს და მოწვეული არიან მიუკერძოებლობის, ცოდნისა და გამოცდილების გამო.
ინფორმაცია ჟიურის ქართველი წევრების შესახებ ამ ეტაპზე არ მჟღავნდება (ჟიურის ყველა წევრმა მოაწერა ხელი კონფიდენციალობის შეთანხმებას), ინტერესთა კონფლიქტის და ლობირების შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. ჟიურის ქართველ წევრთა სახელები ცნობილი გახდება ივნისში, დაჯილდოების ცერემონიის დროს.
2022 წლის კონკურსის საერთაშორისო ჟიურის წევრები არიან:
CSR Latvia
ლატვია
DHR Communications
ირლანდია
გარემოს დაცვისა და განვითარების ცენტრი (SUM)
ნორვეგია
Alternate Consulting
უნგრეთი
AMAP Sustainability
შვედეთი
Business in the Community Ireland
ირლანდია
ლიეტუის მდგრადი ბიზნესის ასოციაციის „ლავა“
ლიეტუა