ლიანა ვაჩეიშვილი
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის ტრენინგების კოორდინატორი
საქართველო
ლიანა ვაჩეიშვილი არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის ტრენინგების კოორდინატორი. მას აქვს სახელმწიფო და კერძო სექტორში მუშაობის 16-წლიანი გამოცდილება, ადმინისტრაციული, ანალიტიკური და გარემოსდაცვითი მიმართულებით.
ლიანა ვაჩეიშვილს განათლება მიღებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის სფეროში და არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საჯარო მმართველობის მაგისტრი.
ლიანა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში გარემოსდაცვითი განათლების, კლიმატის ცვლილების, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების, ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.