უმაღლესი ჯილდო (გრანპრი) - წლის პასუხისმგებელი მცირე და საშუალო კომპანია
ჯილდო მცირე და საშუალო ზომის მოწინავე კომპანიებისთვის, რომლებმაც პასუხისმგებელი ქმედებები დანერგეს მიმდინარე საქმიანობაში და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) რამდენიმე ძირითადი სფერო მოიცვეს.
ნომინაციის აღწერა: გრანპრი არ არის რომელიმე კონკრეტული CSR-ინიციატივის განხორციელებისთვის ან CSR-ის ცალკეულ სფეროში მიღწეული შედეგების გამო დაწესებული ჯილდო. კატეგორია შეიქმნა იმ მცირე და საშუალო ზომის კომპანიების გამოსავლენად, რომლებიც საუკეთესოდ წარმოაჩენენ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთგულებას მთლიანი კომპანიის მასშტაბით, და რომლებიც ახორციელებენ მდგრადი შედეგების მქონე CSR-პროექტებს ან პროგრამებს საქმიანობის რამდენიმე შესაბამის სფეროში.
გრანპრი გადაეცემა მცირე ან საშუალო ზომის ქართულ კომპანიას გამორჩეული CSR-მიდგომისა და ქვემოთ ჩამოთვლილიდან მინიმუმ სამ სფეროში ეფექტიანი საქმიანობისთვის:
- პასუხისმგებლობა თანამშრომლების მიმართ;
- პასუხისმგებლობა თემის მიმართ;
- პასუხისმგებლობა გარემოს მიმართ;
- პასუხისმგებლობით საქმიანობა ბაზარზე.
თუ კომპანია განაცხადში წარმოადგენს ინფორმაციას ოთხივე თემატურ ნაწილზე, შეფასების პროცესში ეს ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.
საქსტატის სტანდარტის მიხედვით, საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში მონაწილე კომპანია განისაზღვრება, როგორც მცირე ან საშუალო ზომის კომპანია, თუკი მისი თანამშრომლების რაოდენობა არ აღემატება 250-ს.
იხილეთ: