სექტორთა პარტნიორობა - გაზიარებული პასუხისმგებლობა

ჯილდო კომპანიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის პარტნიორობით განხორციელებული წარმატებული ინიციატივებისთვის, რომლებიც ემსახურება საზოგადოების კეთილდღეობას

ნომინაციის აღწერა: ამ კატეგორიაში გამოვლინდება და დაჯილდოვდება წარმატებული პარტნიორობა კომპანიასა და, სულ მცირე, ერთ (ან მეტ) საზოგადოებრივ ორგანიზაციას შორის. ჯილდო გადაეცემა კომპანიას საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით განხორციელებული, სტრატეგიულად დაგეგმილი და სოციალურად სარგებლიანი პროგრამის/პროექტის/ინიციატივისათვის, რომლის მიზანია არსებული სოციალური ან გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარება, ადამიანების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება, ადგილობრივი თემ(ებ)ის და/ან კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფების მხარდაჭერა და განვითარება.

ამ კატეგორიაში გამარჯვება ნიშნავს, რომ პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლობა ეყრდნობოდა მათ ურთიერთშემავსებელ, უნიკალურ ცოდნას და გამოცდილებას, ის სასარგებლო იყო ყველა დაინტერესებული მხარისთვის, მდგრადი და გრძელვადიანი შედეგები გამოიღო და  დადებითად იმოქმედა თემში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე. 

თემები ამ კატეგორიაში: 

  • საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან პარტნიორობა სოციალური ცვლილებისთვის - საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთობლივად განხორციელებული, საზოგადოების კეთილდღეობისკენ მიმართული ინიციატივები, რომელთა მიზანია სოციალური ან გარემოსდაცვითი საკითხების გადაჭრა ან კონკრეტული სათემო ჯგუფების საჭიროებების მოგვარება;
  • საზოგადოებრივი ორგანიზაციის სისტემური მხარდაჭერა - კონკრეტული საზოგადოებრივი ორგანიზაცი(ებ)ის გრძელვადიანი და სისტემური მხარდაჭერა სხვადასხვა გზით (მათ შორის, ფინანსური და არაფინანსური შემოწირულობების,  pro bono მომსახურების და თანამშრომლების მოხალისეობრივი შრომის სახით), რაც ემსახურებოდა სამიზნე ორგანიზაციის გაძლიერებას საზოგადოების საკეთილდღეოდ.

იხილეთ:

განაცხადის ფორმაშეფასების სახელმძღვანელო