პირობები

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი ღიაა ყველა მსურველისთვის. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ, როგორც მსხვილ, ისე მცირე/საშუალო ზომის კერძო კომპანიებს. „კერძო კომპანიებში“ იგულისხმება კომპანიები, რომლებიც იღებენ შემოსავალს საქონლისა და მომსახურების მიწოდების მეშვეობით.

კონკურსზე არ დაიშვებიან სამოქალაქო ორგანიზაციები, საჯარო სექტორის უწყებები ან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოები (სახელმწიფო კომპანიების კატეგორიას განეკუთვნებიან ის საწარმოები და ორგანიზაცები, რომელთა წილის ან აქციათა პაკეტის 50%-ს ან მეტს ფლობს ცენტრალური ან ადგილობრივი მთავრობა, ან მათი შვილობილი კომპანიები, და/ან კომპანიები რომელთა კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო  - მაგ. რომელთაც მთავრობის მხრიდან დანიშნული ჰყავს სპეციალური მმართველი).

მცირე და მსხვილ კომპანიებს ექნებათ გამარჯვების თანაბარი შანსი, რადგან  განაცხადები შეფასდება არა ერთმანეთთან შედარებით, არამედ შეფასების სპეციალური კრიტერიუმების მიხედვით.  საქმიანობის მასშტაბი და შედეგები შეფასდება კომპანიის ზომასთან შeფარდებით.

თითოეულ კატეგორიაში შესაძლებელია ორი პარალელური ჯილდოს მინიჭება: ცალკე - მსხვილი და ცალკე - მცირე/საშუალო ზომის კომპანიისთვის.

წინა წლის კონკურსის მონაწილეებს და გამარჯვებულებს შეუძლიათ წელს შემოიტანონ ნებისმიერი რაოდენობის განაცხადი ნებისმიერ კატეგორიაში.

______________________________

საქსტატის სტანდარტის მიხედვით (http://www.geostat.ge), საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში  მონაწილე კომპანია განისაზღვრება, როგორც მსხვილი, თუკი მასში 250 ადამიანზე მეტია დასაქმებული; მცირე და საშუალო კომპანია ნიშნავს კომპანიას, რომელსაც ჰყავს 250 ან ნაკლები თანამშრომელი და არ არის რომელიმე მსხვილი კომპანიის შვილობილი. მულტინაციონალური კომაპნია, რომლის თანამშრომელთა რაოდენობა  მსოფლიოს მასშტაბით აღემატება 250 თანამშრომელს, მიიჩნევა მსხვილ კომპანიად,   მიუხედავად იმისა თუ რამდენი თანამშრომელი ჰყავს მას საქართველოში.