გიორგი ვეკუა

საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა, ბიზნესის და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი

საქართველო

 

გიორგი ვეკუა 2018 წლიდან არის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბიზნესისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი. 2014-2018 წლებში იყო სავაჭრო პალატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი.

დაცული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი საერთაშორისო სამართალსა და სოციალურ მეცნიერებებში. მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი ამსტერდამის უნივერსიტეტში საერთაშორისო ინვესტიციების მიმართულებით (2014), მაგისტრის ხარისხი ამსტერდამის უნივერსიტეტში ევროკავშირის ბიზნეს სამართლის მიმართულებით (2008), სამართლის მაგისტრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2007).

აქვს მმართველ პოზიციებზე მუშაობის 15 წელზე მეტი გამოცდილება, ასევე, სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორებთან, საქართველოს ყველა რეგიონში მეწარმე სუბიექტებთან. წარმატებით აქვს განხორციელებული არაერთი პროექტი, მათ შორის:

  • გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პროექტი „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“
  • ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო - „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ელექტრონული კომერციის მეშვეობით“
  • გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ დაფინანსებული პროექტი „სავაჭრო პალატა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულებისთვის“
  • ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „DCFTA საინფორმაციო ცენტრი“
  • USAID-ის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვები: მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობების განვითარება და ტრენინგები “
  • საქართველოს სავაჭრო პალატისა და მიუნხენისა და ზემო ბავარიის პალატის ერთობლივი პროექტი
  • EAST Invest 2 - EUROCHAMBRES & EU4CC

გიორგი ვეკუა ასევე იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩეველი, კომპანია LLC Horizon Consulting-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი.  

გიორგი არის 7 სამეცნიერო ნაშრომის და დიჯიტალიზაციის სახელმძღვანელოს ავტორი, „საარბიტრაჟო ლექსიკონი ქართულ ენაზე“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.