იზა გიგაური

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი

საქართველო

 

იზა გიგაურს აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის ხარისხი. დაამთავრა ნიდერლანდების ბიზნესის სკოლა, ამერიკის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბოხუმის რურის უნივერსიტეტი გერმანიაში.

კითხულობს ლექციებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე, არის ნაშრომების ხელმძღვანელი, ექსპერტი და ოპონენტი.

გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებსა და წიგნებში, მონაწილეობა აქვს მიღებული 35 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, არის 40-ზე მეტი მაღალრეიტინგული საერთაშორისო ჟურნალის რეცენზენტი და სარედაქციო კოლეგიის წევრი, საერთაშორისო კონფერენციების სამეცნიერო კომიტეტის წევრი, სამი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის სპეციალური გამოშვების რედაქტორი, ორი წიგნის ავტორი და რედაქტორი, საერთაშორისო პროფესიული კავშირების წევრი და კონკურსების შემფასებელი.

მიღებული აქვს პრესტიჟული საერთაშორისო ფონდების სტიპენდიები და სამეცნიერო გრანტები.

კვლევითი ინტერესები მოიცავს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას, მდგრად განვითარებას, მარკეტინგს, ადამიანური რესურსების მენეჯმენტს, მეწარმეობასა და სოციალურ მეწარმეობას.