ნინო ელბაქიძე
ადამიანის უფლებების ადვოკატირების და დემოკრატიის ფონდი, უფროსი მკვლევარი და დამფუძნებელი
საქართველო
ნინო ელბაქიძე არის ადამიანის უფლებათა იურისტი, რომელმაც იურიდიული განათლება მიიღო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2018-2019 წლებში მონაწილეობდა ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებულ ჰუბერტ ჰამფრის სახელობის ლიდერობის სასწავლო პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც 2018 წელს გაიარა ლიდერობის 4-თვიანი პროგრამა მონტანის უნივერსიტეტში. მან 2018-2019 წლებში ისწავლა ამერიკის უნივერსიტეტის ვაშინგტონის სამართლის სკოლაში, ადამიანის უფლებებისა და სამართლის ფაკულტეტზე. 2021-2022 წლებში ღია საზოგადოების ფონდებისგან მოიპოვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების სასწავლო პროგრამის სტიპენდია, 2022 წელს კი სირაკუზის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში მიენიჭა ამერიკის სამართლის და ადამიანის უფლებების მაგისტრის ხარისხი.
ნინომ პროფესიული საქმიანობა დაიწყო 2002 წელს არასამთავრობო ორგანიზაციაში „უფლებები საქართველო“ (ყოფილი კონსტიტუციის 42-ე მუხლი). მას აქვს ადამიანის უფლებებზე მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება. 2007-2016 წლებში ნინო მუშაობდა მენეჯერად, ხოლო 2014-2016 წლებში იყო უფლებები საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი. 2014-2017 წლებში ნინო ელბაქიძე მუშაობდა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში, იყო გამგეობის თავმჯდომარე (HRHT). პარალელურად, 2014-20016 წლებში, ნინო იყო პროექტის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე“ დირექტორი, რომელსაც მხარს უჭერდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). ნინო იყო ფონდ ღია საზოგადოების ექსპერტი პროექტში „ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მონიტორინგი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ“ და მუშაობდა შრომის სამართლის მიმართულებით. ნინოს, როგორც შრომის უფლებებზე მომუშავე ექსპერტს, აქვს თანამშრომლობის გამოცდილება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ILO), სოლიდარობის ცენტრთან (Solidarity Center), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამასთან, ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის ადამიანის უფლებათა ცენტრთან. ნინო არის ადამიანის უფლებების სფეროში 15-მდე ნაშრომის ავტორი, რომელთა ძირითადი ნაწილი დაკავშირებულია შრომის უფლებებთან. ნინო ამავდროულად დაინტერესებულია თანასწორობის საკითხებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებით, ადამიანის უფლებების საკითხებით კონფლიქტებში, კერძოდ კი, საქართველოში კონფლიქტის პირას ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობით.