რაისა ლიპარტელიანი

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, თავმჯდომარის მოადგილე

საქართველო

 

რაისა ლიპარტელიანმა 2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

მას  აქვს ადამიანის უფლებათა სფეროში მუშაობის  ხანგრძლივი (20 წლიანი) გამოცდილება, მათ შორის  18 წელი უშუალოდ შრომის  უფლებების მიმართულებით.

რაისა ლიპარტელიანი 2021 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრის  პოზიციას იკავებს.

2017 წლის სექტემბრიდან  რაისა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეა.

2008 წლიდან  ამავე ორგანიზაციის იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

2008-2009 წლებში მუშაობდა ორგანიზაციაში ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი” პროექტის კოორდინატორად.

რაისას აქვს არაერთი საერთაშორისო  და ადგილობრივი ორგანიზაციის (ქეა საერთაშორისო კავკასიაში,ამერიკის სოლიდარობის ცენტრი, UN Women, ქალთა ფონდი საქართველოში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ფრიდრიხ ებერტის ფონდი და ა.შ.) იურიდიული კონსულტანტად  და ექსპერტად მუშაობის გამოცდილება

რაისა ლიპარტელიანი 2018 -2021 წლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა.

2018-2020 წლებში იყო პროფკავშირების საერთაშორისო ორგანიზაციის ახალგაზრდული კომიტეტის წევრი, ხოლო 2022 წლიდან ამავე ორგანიზაციის ქალთა კომიტეტის წევრია.

2017 -2019 წლებში იგი იყო  აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის  მე-5 სამუშაო ჯგუფის ,,სოციალური დიალოგი და შრომითი უფლებები“ კოორდინატორი. ამავე წლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორის მე-5 სამუშაო ჯგუფის ,,სოციალური და შრომითი პოლიტიკა,სოციალური დიალოგი“   კოორდინატორი. 

2018 წლიდან - ევროკავშირი-საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების პლათფორმის წევრი (CSP)

2018 წლიდან- მშრომელთა უფლებების დამცველ იურისტთა საერთაშორისო ქსელის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი და დამფუძნებელი (ILAW Network).

2020 წლიდან - საქართველოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის წევრი.

2021 წლიდან კი  სსიპ საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახურის მრჩეველთა საბჭოს წევრი  და სსიპ საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახურთან არსებული აკრედიტაციის კომისიის წევრი.  

2021 წლიდან  პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის პან-ევროპული რეგიონალურუ  საბჭოს ( ITUC-PERC) ქალთა კომიტეტის წევრი

2023 წლიდან  პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს ( ITUC-PERC) არჩეული ვიცე-პრეზიდენტი

2024 წლის თებერვლიდან ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის (EESC) მრჩეველთა ჯგუფის წევრი.

ის  არის  ტრენერი   შრომის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებზე.

რაისა არის არაერთი პუბლიკაციისა და ნაშრომის ავტორი. ასევე სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და ფორუმების მონაწილე.

იგი ფლობს ინგლისურ, ესპანურ, გერმანულ და რუსულ ენებს