ნათია ჯავახიშვილი
საფრანგეთი-საქართველოს (CCIFG) სავაჭრო და სამრეწველო პალატის დირექტორი
საქართველო
ნათია ჯავახიშვილი 2016 წლიდან ხელმძღანელობს სავაჭრო და სამრეწველო პალატა საფრანგეთი-საქართველოს (CCIFG).
ნათიამ განათლება მიიღო პარიზის სორბონის უნივერსიტეტში, სადაც მიენიჭა ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი European studies, სპეცილობით ევროპა-ამერიკა. ასევე გავლილი აქვს პარიზის პანთეონ-ასასის უნივერსიტეტის საერთაშორისო კერძო სამართალის სპეციალური კურსი.
CCIFG-ის დირექტორის თანამდებობის დაკავებამდე ნათია ჯავახიშვილი მუშაობდა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს საკონსულოში და თბილისში კავკასიის ფრანგული სკოლის მმართველ კომიტეტში.
საფრანგეთში ცხოვრების და მუშაობის 10-წლიანმა გამოცდილებამ ძლიერი გავლენა იქონია მის პროფესიულ განვითარებაზე. მან თავისი საქმიანობა დაუკავშირა ქართულ-ფრანგულ კომპანიებს შორის პროფესიული ურთიერთობების განვითარება-გაძლიერებას და კავშირების გამყარებას.
როგორც CCIFG-ის გენერალური დირექტორი, ნათია ჯავახიშვილი ზედამხედველობას უწევს პალატის ყველა საქმიანობას. მისი ვალდებულებაა ღონისძიებების ორგანიზება, CCIFG-ის წარმომადგენლობა, ხელშეკრულებების დადება და მოლაპარაკებების წარმართვა, რომლებიც შეეხება პალატის საქმიანობის განვითარებას, CCIFG-ის მიზნების შესაბამისად.
CSR წარმოადგენს CCIFG-ისა და CCI France International-ის ქსელის ფუნქციონირების ფუნდამენტურ საყრდენს, რომელთანაც საფრანგეთის სავაჭრო პალატა არის დაკავშირებული. ნათია ჯავახიშვილი აქტიურად მოუწოდებს კომპანიებს, დანერგონ პასუხისმგებლობიანი პრაქტიკა ბიზნესსაქმიანობაში და წვლილი შეიტანონ საზოგადოების კეთილდღეობაში.