ნინო მალაშხია

Georgian Environmental Outlook-ის გარემოს საკითხების მთავარი ექსპერტი/პროექტის მენეჯერი

საქართველო

 

ნინო მალაშხია არის ორგანიზაციის Georgia Environmental Outlook - GEO პროექტების მენეჯერი, უფროსი ექსპერტი გარემოსდაცვით საკითხებში. ის  საექსპერტო-საკონსულტაციო მომსახურებას უწევს  UNDP, UNECE, SDC, OSCE, OECD, WFD და სხვა ორგანიზაციებს გარემოსდაცვით სფეროში.

ნინოს აკადემიური განათლება მიღებული აქვს ლუნდის (შვედეთი) და თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტებში; აქვს გარემოს დაცვის მეცნიერებების მაგისტრის ხარისხი და ბიოლოგის დიპლომი. 19 წელიწადზე მეტი ხანია მუშაობს გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიმართულებით, გარემოს და უსაფრთხოების, კლიმატის ცვლილების, ტრანსსასაზღვრო წყლების მართვის და სახიფათო ნარჩენების მართვის საკითხებზე. აქვს გარემოსდაცვითი პროექტების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება. ნინო მალაშხიას აქვს საქართველოში და საერთაშორისო დონეზე მუშაობის გამოცდილება. მონაწილეობას იღებდა გარემოს დაცვის და უშიშროების საკითხებზე რეგიონული და საერთაშორისო ფორუმების, კონფერენციების და სემინარების დაგეგმვასა და ორგანიზებაში ეუთოს სამდივნოში.