კომპანია Moore პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2024-ის სპონსორია

კომპანია Moore პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2024-ის სპონსორია.

კომპანია Moore abc ათ წელზე მეტია, რაც საქართველოში საქმიანობს და  მომსახურების სრულ სპექტრს მოიცავს, მათ შორის აუდიტს, გარანტიას, ბუღალტრულ აღრიცხვას, ბიზნეს აუთსორსინგის, საგადასახადო და სხვა საკონსულტაციო სამუშაოებს.

Moore abc მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სააღრიცხვო და საკონსულტაციო ქსელის, Moore Global-ის წევრა, რომლის ისტორიაც სათავეს ლონდონში, 100 წელზე მეტი წლის წინ იღებს.

კომპანიის მიზანია დაეხმაროს მომხმარებლებს გლობალური და ადგილობრივი მიზნების მიღწევასა და განვითარებაში.

შეგახსენებთ, რომ განაცხადების მიღება 20 თებერვალს დასრულდა და წლევანდელ კონკურსში 59 კომპანია, 86 პროექტით მონაწილეობს.

მრავალფეროვანი СSR კატეგორიების, ჟიურის წევრებისა  და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციას ჩვენს ვებგვერდზე გაეცნობით.

კონკურსი ტარდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში.

_________

ჩვენ ვაკეთებთ ქართულ საქმეს! „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“ რეგისტრაციის მოთხოვნა, შეუძლებელს გახდის ჩვენს საქმიანობას და შეაფერხებს ათასობით მოქალაქის მხარდაჭერას. ეს კანონი საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობას და  ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას.

#არარუსულკანონს

#კიევროპას