სოფიო ჩაჩავა

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი

საქართველო

 

სოფიო ჩაჩავა არის სამართლის დოქტორი (PhD), ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი და პროფესორი (NVU), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, იურიდიული დახმარების საბჭოს თავმჯდომარე და წევრი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, პრაქტიკოსი მედიატორი, „რიზოლვის“ დამფუძნებელი პარტნიორი.

სოფიო ჩაჩავა არის შრომის სამართლის მიმართულების პროფესორი, ექსპერტი. მას ამ სფეროში პრაქტიკოსი იურისტებისათვის ჩატარებული აქვს არაერთი ტრენინგი, არის სხვადასხვა პუბლიკაციის ავტორი და შრომის სამართალში სტატიათა კრებულების რედაქტორი. იგი არის ასევე „საჯარო სამსახურში სამსახურებრივი/შრომითი დავების მართვა და ეფექტიანი გადაწყვეტის“ თაობაზე კვლევის თანაავტორი (UNDP).

 2011 წლიდან სოფიო არის კონფლიქტების მოგვარების ფრანკ ევანს ცენტრის (STCL) სერტიფიცირებული მედიატორი და CEDR-ის მიერ აკრედიტებული პრაქტიკოსი მედიატორი.

სოფიო ჩაჩავა გახლავთ ევროპის საბჭოს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტი მედიაციაში, იგი არის სერტიფიცირებული ტრენერი (ТОТ) მედიაციასა და მოლაპარაკების უნარებში. მას შემუშავებული და ჩატარებული აქვს არაერთი ტრენინგკურსი/პროგრამა მედიაციაში, მოლაპარაკებასა და ეფექტიან კომუნიკაციაში სამსახურებრივ გარემოში როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში, ბელგიაში, უკრაინასა და სომხეთის რესპუბლიკაში (მათ შორის UNDP, GIZ, Council of Europe, RoLP/USAID ექსპერტის რანგში).

სოფიო არის CELA (ცენტრალური ევრაზიის ლიდერობის ალიანსი) ლიდერობის აკადემიის კურსდამთავრებული, წევრი. 2022-2023 წლებში მიწვეული იყო Mela ფასილიტატორად, ხოლო Seala ლიდერობის აკადემიაში – სპიკერად და ფასილიტატორად.