#არგამბოლო
ორგანიზაციამ Holmes&Watson-მა „თეგეტა მოტორსის“ დაკვეთით შეიმუშავა კონცეფცია კამპანიისთვის – #არგამბოლო. მართალია, „თეგეტა მოტორსი“ ბოლო წლებია აქტიურად ატარებს ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის პრობლემასთან დაკავშირებულ მცირე CSR- აქტივობებს, მაგრამ Holmes&Watson-ის კონცეფციის პრეზენტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ ფართომასშტაბიანი კამპანია სარგებელს მოუტანდა როგორც ბრენდს, ისე თითოეულ მოქალაქეს.
#გაატარე
თბილისის მძღოლები ხშირად არ აქცევენ ყურადღებას ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებს და ზებრაზე ადამიანებს გზას არ უთმობენ. ეს პრობლემა შეირჩა „სოკარ ენერჯი პეტროლეუმისა“ და ideaLIST-ის თანამშრომლობის მთავარ თემად და დაიბადა კამპანია #გაატარე.
სიყვარული თუ სიძულვილი?
„ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის“ რეგიონალურმა ბიურომ ჰომოფობიის საწინააღმდეგო ვიდეოს დამზადება დაავალა „Leavingstone“-ს. ჰომოფობიის თემა მასშტაბური და მრავალასპექტიანია, მაგრამ ბიუჯეტი მხოლოდ ერთი ვიდეოს შექმნას მოიცავდა და სააგენტომ გადაწყვიტა მაქსიმალურად დაევიწროებინა ვიდეორგოლის ფოკუსი და ყველაზე მთავარი და დამაფიქრებელი სათქმელი გადმოეცა.
მონიშნე გრაფა ოკუპაციის გასაპროტესტებლად
აგვისტოს ომის შემდეგ 10 წელი გავიდა. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავაც ოკუპირებული აქვს რუსეთს. ამ ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით სადაზღვევო კომპანია „ჯი-პი-აიმ“ გადაწყვიტა ინფორმაცია რუსული ოკუპაციის შესახებ საზღვრებს გარეთ გაეტანა, რაშიც „Leavingstone“ -ის მიერ შეთავაზებული კამპანია დაეხმარა.
მრავალახალხეს
2017 წლის ზაფხულში მომხდარმა ხანძარმა ბორჯომის ტყის 1000 ჰექტრამდე ტერიტორია გადაწვა. სამწუხაროდ, საზოგადოებამ დროთა განმავლობაში მიივიწყა ამ ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ, ხანძრის ჩაქრობის შემდეგ მის მიმართ ინტერესი მედიამაც დაკარგა.
OPEN YOUR EYES TO STOP THE VIOLENCE
საქართველოში ოჯახური ძალადობის შემთხვევები ხშირად გაუმჟღავნებელი რჩება. Redberry- ის მიერ Atipfund-ის დაკვეთით ორგანიზებული კამპანიის მიზანი იყო ოჯახური ძალადობის შემთხვევების გამოაშკარავების აუცილებლობის შესახებ საზოგადოებაში დისკუსიის წამოწყება და ძალადობის შემთხვევების შესახებ მესამე პირების მიერ შეტყობინების რიცხვის გაზრდა.