წინა წლების მონაწილეები

2020


2020 წელს "საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora" საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით მესამედ ჩატარდა.

Meliora 2020 განსაკუთრებული ფორმატით გაიმართა და მასში მონაწილეობა კომპანიებმა იმ პროექტებითა თუ იცინიატივებით მიიღეს, რომლებიც მათ თავიანთი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში Covid პანდემიასთან საბრძოლველად განახორციელეს.

წარდგენილი პროექტები სფეროს ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა შეაფასეს და მათ შორის საუკეთესოები გამოავლინეს შემდეგ კატეგორიებში: თანამშრომელთა მხარდაჭერა Covid პანდემიის პერიოდში,  მომხმარებელთა და მომწოდებელთა მხარდაჭერა Covid პანდემიის პერიოდში, საზოგადოების მხარდაჭერა  Covid პანდემიის პერიოდში და მცირე ბიზნესის და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა Covid პანდემიის პერიოდში.