წინა წლების მონაწილეები

2022


ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ‘საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022’-ი რიგით მეოთხედ გაიმართა.

‘Meliora 2022’-ის კონკურსის ჟიური შედგებოდა წამყვანი უცხოელი (დიდი ბრიტანეთი, შოტლანდია, ირლანდია, ისრაელი, ავსტრია, ნორვეგია, შვედეთი, ლიეტუა, ლატვია და უნგრეთი) და ქართველი ექსპერტებისაგან, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.

კონკურსი გაიმართა წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს ასოციაციების, სამთავრობო უწყებებისა და მედია ორგანიზაციების მხარდაჭერით.