წინა წლების მონაწილეები

2024


2024 წელს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, უკვე მეხუთედ ჩაატარა საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსს ‘Meliora’.

კონკურსი მოიცავდა ექვს  ძირითად და ერთ სპეციალურ კატეგორიას. სპეციალური ჯილდო გრანპრი "წლის პასუხისმგებელ მსხვილ კომპანიას" გადაეცა.

2024 წელს კონკურსში მონაწილეობა მიიღო 59-მა მცირე, საშუალო და მსხვილმა კომპანიამ 86 პროექტით.

წარდგენილი CSR ინიციატივები 34-მა ქართველმა და უცხოელმა ექსპერტმა შეაფასა და მათ შორის საუკეთესოები გამოავლინა.

2024 წელს პირველად კონკურსმა აგრეთვე გამოავლინა მონაწილეთა „გრძელი სია“ - კომპანიები, რომელთა განაცხადების ჯამური საშუალო ქულა იყო 60 ქულა ან მეტი.

კონკურსის კატალოგშიც და ვებგვერდზეც წელს სწორედ გრძელი სიის პროექტების მოკლე აღწერა არის წარმოდგენილი.