„თიბისი ბანკი ყოველთვის აცნობიერებდა თავის მნიშვნელოვან როლს საზოგადოების განვითარებაში. როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია საქართველოში, თიბისი ნერგავს სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების უმაღლეს სტანდარტებს. ვხელმძღვანელობთ მაღალი ეთიკური პრინციპებითა და ძლიერი შიდა კულტურით. თიბისი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოს ნანსურ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე“.
ვახტანგ ბუცხრიკიძე, გენერალური დირექტორი
"ჩვენი კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიის მეშვეობით გლობალურ ბაზარზე ვპოზიციონირებთ, როგორც ლიდერი კომპანია. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს ხალხზე, საზოგადოებაზე, სადაც ვსაქმიანობთ და გარემოზე, სადაც ვცხოვრობთ. მეტი სიკეთის კეთება გვაქცევს სანდო და პასუხისმგებლობიან პარტნიორად, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ბიზნესის გრძელვადიან სიცოცხლისუნარიანობას".
ხულიან ფერნანდესი, დირექტორი.
„კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა „თეგეტასთვის“ საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. მეტიც, საზოგადოებაზე ზრუნვა ჰოლდინგის იდენტობად, ხოლო CSR ჩვენი კორპორაციული კულტურის განუყოფელ ნაწილად მიგვაჩნია. გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, შევქმნათ მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული, კომპანიისა და მის მიმართ ყველა დაინტერესებული მხარისთვის სასარგებლო ბიზნესმოდელი“.
ვახტანგ კაჭარავა, აღმასრულებელი დირექტორი
"ბიზნესისთვის შეუძლებელია საქმიანობა გარემოსგან იზოლირებულად. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ბიზნესმა აიღოს მეტი პასუხისმგებლობა იმ საზოგადოების განვითარებისთვის, რომელსაც ემსახურება. ჩვენ მიზანია, რომ დავეხმაროთ ადამიანებს, შეძლონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზება. ჩვენი გუნდი აქტიურად თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა საერთო ძალისხმევით შევძლოთ საუკეთესო შედეგების მიღწევა და მეტი სარგებელი და სიკეთე მოვუტანოთ საზოგადოებას".
არჩილ გაჩეჩილაძე; გენერალური დირექტორი
"ჩემი პირადი ემოციების მიღმა და მიღმა აღიარებისა, რომ მხოლოდ დროებით ვარ ამ მშვენიერი პლანეტის მკვიდრი, არსებობს ჩემი პირადი პასუხისმგებლობა, ვიზრუნო პლანეტაზე, განსაკუთრებით, მოგზაურობისა და ტურიზმის თვალსაზრისით".
ენტონი კაპუანო, პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი