თეგეტა ჰოლდინგი
„კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა „თეგეტასთვის“ საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. მეტიც, საზოგადოებაზე ზრუნვა ჰოლდინგის იდენტობად, ხოლო CSR ჩვენი კორპორაციული კულტურის განუყოფელ ნაწილად მიგვაჩნია. გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, შევქმნათ მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული, კომპანიისა და მის მიმართ ყველა დაინტერესებული მხარისთვის სასარგებლო ბიზნესმოდელი“.
ვახტანგ კაჭარავა, აღმასრულებელი დირექტორი
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა: „თეგეტა“ არის პირველი ქართული კომპანია, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია შეიმუშავა და 2023 წელს წარუდგინა საზოგადოებას. „თეგეტა ჰოლდინგს“ აქვს გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების შეფასების პროცედურა – SOP (Standard Operating Procedure), რომლითაც განისაზღვრება ე. წ. სმარტმიზნები – გაზომვადი, მიღწევადი, რეალური. „თეგეტას“ გარემოზე ზრუნვის მიდგომა კომპლექსური და თანმიმდევრულია და ის 3 ძირითად მიმართულებაში ერთიანდება: მდგრადი სატრანსპორტო და სამშენებლო გადაწყვეტა ნულოვანი ემისიებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების მიზნით, ნარჩენების მართვა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.
„თეგეტა ჰოლდინგმა“ 2018 წელს, ISO 140001:2015 სტანდარტის მიხედვით, გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემები დანერგა. მას შემდეგ კომპანია ყოველწლიურად ატარებს გარემოს დაცვის სისტემების (ISO 140001:2015) საკონტროლო აუდიტს.
ამასთან, კომპანიაში არსებობს დოკუმენტი, რომელიც ამოწმებს და აკონტროლებს „თეგეტა ჰოლდინგის“ გარემოსდაცვითი აქტივობების შესაბამისობას კანონმდებლობასა და ISO სტანდარტთან. რისკების მართვის პროცესში კომპანია იყენებს მიდგომას – კონტროლის იერარქია, რომელიც გულისხმობს მოსალოდნელი საფრთხეების პრევენციას და, ასევე, საფრთხის შემცველი პროცესის ჩანაცვლებას ნაკლები საფრთხის შემცველით. კონტროლის იერარქია შედგება საინჟინრო, ადმინისტრაციული და ინდივიდუალური კონტროლისგან.
„თეგეტა ჰოლდინგის“ საქმიანობისა და გარემოზე მისი ზეგავლენის გათვალისწინებით, კომპანიის გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა გარემოს დაბინძურების შემცირება. ამ მიზნით 2022 წელს შეიქმნა შვილობილი კომპანია „თეგეტა გრინ პლანეტი“, რომელიც ეფექტურად მართავს საავტომობილო სპეციფიკურ ნარჩენებს. გარემოზე ზეგავლენის შემცირების მიზნით ჰოლდინგი ახორციელებს ეკომეგობრული ტრანსპორტის იმპორტს, ქვეყნის მასშტაბით გამართავს ელექტროდამტენების ქსელს, სამშენებლო პროექტებს ახორციელებს ენერგოეფექტურობის ხარისხის გათვალისწინებით და ა.შ.
„თეგეტა“ ოფისებსა და სერვისცენტრებში უზრუნველყოფს მეორადი პლასტმასისა და ქაღალდის შეგროვებას და პარტნიორ საწარმოებში ჩაბარებას მათი გადამუშავების მიზნით. ყოველწლიურად „თეგეტაში“ 40,000-ზე მეტი პლასტმასა გროვდება და ბარდება, მაკულატურის შეგროვებით კი 60-მდე ხის მოჭრისგან იცავს გარემოს. გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებლად „თეგეტამ“ განახორციელა მრავალი აქტივობა, მათ შორის, დასუფთავების აქციები, მწვანე ორგანიზაციების მხარდაჭერა, საინფორმაციო კამპანია თანამშრომლებისთვის, გარემოსდაცვითი კონკურსი ახალგაზრდებისთვის და სხვა.
პასუხისმგებლობა თანამშრომლების მიმართ: „თეგეტასთვის“ თანამშრომლები ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია და მიზნად ისახავს იყოს კომპანია, რომლის თანამშრომლები უსაფრთხოდ, დაფასებულად და ბედნიერად იგრძნობენ თავს. თანამშრომელთა კეთილდღეობა CSR სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. „თეგეტა ჰოლდინგი“ მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა გამოცდილების გაუმჯობესებაზე და მათ სთავაზობს სსვადასხვა ტიპის სარგებელს, როგორიცაა სტანდარტული კორპორაციული ბენეფიტები, მაგალითად, ჯანმრთელობის დაზღვევა კომპანიის მიერ დაფინანსების სხვადასხვა პირობებით, ასევე თანამშრომელთა გამოცდილების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული გამორჩეული პროექტები. ჰოლდინგში დეკრეტული შვებულება ანაზღაურებულია 4 თვით.
ახალგაზრდების განათლებისა და დასაქმების მიზნით ჰოლდინგში მოქმედებს სტუდენტური სტაჟირების პროგრამა, რომელიც მოიცავს სტუდენტების ნახევარ განაკვეთზე დასაქმების შესაძლებლობას. თანამშრომელთა პიროვნული განვითარების ხელშეწყობის მიზნით „თეგეტა“ თანამშრომლობს Coursera-ს ონლაინსწავლების საერთაშორისო პლატფორმასთან, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ სრულიად უფასოდ გაიარონ მათთვის სასურველი კურსები.
პროექტის „სტუმრად თეგეტაში“ ფარგლებში ყოველთვიურად იმართება შეხვედრა თანამშრომლებისთვის, სადაც მოწვეული სპიკერები აუდიტორიას უზიარებენ სხვადასხვა სახის ინფორმაციას და ეხმარებიან ცნობიერებისა და მოტივაციის ამაღლებაში. თანამშრომლები გაერთიანებული არიან „ზრუნვის კედლის“ გარშემო. „ზრუნვის კედელი“ არის პროექტი, რომელიც ჰოლდინგის წევრებს ზრუნვის იდეით აერთიანებს.
პასუხისმგებლობა საბაზრო სივრცეში: კომპანიის მიზანია უმაღლესი ხარისხის გამოცდილება შესთავაზოს მომხმარებელს, როგორც ყიდვის პროცესში, ასევე შემდგომ სერვისზე. კომპანიის მთავარი ფასეულობაა კმაყოფილი მომხმარებლები, ბიზნეპროცესების სრული გამჭვირვალობა და პერსონალური მონაცემების სრული დაცვა.
„თეგეტა“ 300-ზე მეტ მსოფლიო ბრენდთან თანამშრომლობს და შერჩევის პროცესში ყოველთვის ითვალისწინებს ეთიკურ და პასუხისმგებლიან მიდგომებს.
კომპანიამ 2500-ზე მეტი პარტნიორისთვის საახალწლოდ პასუხისმგებლობიანი შესყიდვების მიზნით, ითანამშრომლა სოცსაწარმოსთან და მათი შექმნილი საჩუქრების შესყიდვით ხელი შეუწყო ქალთა გაძლიერებას.
„თეგეტა“, როგორც საავტომობილო ბრენდების ლიდერი, სრულად იზიარებს თავის წილ პასუხისმგებლობას, ეწევა ელექტროავტომობილების პოპულარიზაციას და სრულ ინფრასტრუქტურულ უზრუნველყოფას საქართველოში.
საზოგადოების მხარდაჭერა: „თეგეტას“ CSR სტრატეგიაში ადგილობრივი თემის გაძლიერება და საზოგადოებაზე ზრუნვა მთავარ სტრატეგიულ მიმართულებადაა განსაზღვრული. საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმია „თეგეტას“ მიერ შექმნილი დონაციის პლატფორმა „tegeta.care“, რომელიც 50-ზე მეტ პარტნიორ საქველმოქმედო ფონდს, სოცსაწარმოსა და სათემო ინიციატივას აერთიანებს. გარდა სახალხო დაფინანსების გზებისა, ამ ორგანიზაციებთან „თეგეტამ“ ინდივიდუალურად 20-ზე მეტი აქტივობა განახორციელა.
2023 წლის განმავლობაში „თეგეტა“ 3 პრო ბონო პროექტში ჩაერთო. ამავე წლის ოქტომბერში „თეგეტა გრინ პლანეტი“ იყო B2B გამოფენის ოქროს სპონსორი, რომლის მიზანი იყო სოციალურ საწარმოებსა და ბიზნესსექტორს შორის პარტნიორობის ხელშეწყობა, პასუხისმგებლობიანი შესყიდვების პრაქტიკის დანერგვა და სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის გაზრდა.