თიბისი ბანკი
„თიბისი ბანკი ყოველთვის აცნობიერებდა თავის მნიშვნელოვან როლს საზოგადოების განვითარებაში. როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია საქართველოში, თიბისი ნერგავს სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების უმაღლეს სტანდარტებს. ვხელმძღვანელობთ მაღალი ეთიკური პრინციპებითა და ძლიერი შიდა კულტურით. თიბისი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოს ნანსურ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე“. ვახტანგ ბუცხრიკიძე, გენერალური დირექტორი
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა: „თიბისი ბანკის“ გარემოსდაცვითი მართვის სისტემა ოთხ ძირითად მიმართულებას ეფუძნება: შიდა გარემოსდაცვით ღონისძიებებს, გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვას დაკრედიტების დროს, მდგრად ფინანსირებას და გარე კომუნიკაციებს. „თიბისიმ“ ჩამოაყალიბა ყოვლისმომცველი შიდა გარემოსდაცვითი სისტემა, რომელიც მართავს და აღრიცხავს სათბურის აირების (GHG) გაფრქვევებს და მიზნად ისახავს ენერგიის, წყლისა და ქაღალდის მოხმარების დეტალური მონიტორინგის გზით შეამციროს გაფრქვევები. ბანკს გარემოსდაცვითი პოლიტიკა და ინდივიდუალური სამოქმედო გეგმები ასევე შეთანხმებული აქვს 19 შვილობილ კომპანიასთან.
„თიბისი“ იყენებს ენერგოეფექტურ მიდგომას და ითვალისწინებს მწვანე რეკომენდაციებს ოფისების და ფილიალების მშენებლობის და შეკეთების პროცესში. ოფისებში გამოყენებულია განათების, გათბობის და გაგრილების ენერგოეფექტური სისტემები, მისი ავტოპარკი დაკომპლექტებულია ელექტრული და ჰიბრიდული მანქანებითაა.
2023 წლის 22 აპრილს, დედამიწის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, კომპანია „პოლივიმთან“ ერთად, „თიბისიმ“ დაიწყო პლასტმასის ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების პროცესი. პროექტის ფარგლებში 46 ადგილას, სათავო ოფისსა და ფილიალებში, განთავსდა პლასტმასის ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნები. 2023 წლის განმავლობაში პარტნიორი კომპანიის დახმარებით გადამუშავდა 125 ტონა ქაღალდი.
პასუხისმგებლობა თანამშრომლების მიმართ: „თიბისი“ ზრუნავს თავის თანამშრომლებზე, ცდილობს შექმნას სისტემა, რომელსაც შეუძლია საუკეთესო კადრების მოზიდვა, შენარჩუნება და ისეთი კორპორაციული კულტურის განვითარება, რომელიც ხელს შეუწყობს თანამშრომლების კმაყოფილებას, ჩართულობასა და კომპანიის წარმატებას.
2022 წლიდან ბანკში დანერგილია თანამშრომელთა დისკრიმინაციის, ძალადობისა და შევიწროებისგან დაცვის და, ასევე, ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის პოლიტიკა. მოქმედებს კერძო სამედიცინო დაზღვევა, შეღავათები მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, სრულად ანაზღაურებულია დეკრეტული შვებულება, ქორწინებასთან, ბავშვის გაჩენასთან დაკავშირებით გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება. ბანკში შემოღებულია სტიპენდიის ფონდი, რომელიც თანადაფინანსებას უწევს საუკეთესო თანამშრომლების სწავლას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. დაფინანსების შესაძლებლობები ხელმისაწვდომია ნებისმიერი თანამშრომლისთვის, რომელსაც აქვს გრძელვადიანი კონტრაქტი ბანკთან.
თანამშრომელთა პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს 2000-ზე მეტმა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა „თიბისი აკადემიის“ სხვადასხვა კურსსა და პროგრამაში, მათ შორის, ისეთ პროგრამებში, როგორიცაა: ბიზნესის განვითარება, ბრენდის გამოცდილება, ფინანსური ანალიტიკა და აუცილებელი Soft-უნარების დახვეწა.
პასუხისმგებლობა საბაზრო სივრცეში: მომხმარებლებისა და პარტნიორების ნდობის მოსაპოვებლად და ბიზნესის წარმატებით განსახორციელებლად „თიბისი“ თავის ბიზნესგადაწყვეტილებებს ეთიკის უმაღლეს სტანდარტებს უფარდებს. მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტებს ბანკი სთავაზობს მხარდაჭერის უნიკალურ პროგრამას, რომლის მრავალფეროვანი რესურსები და კომპონენტები თავმოყრილია პლატფორმაზე – https://www.tbcbusiness.ge. თიბისი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად უწყობს ხელს ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას. ციფრული პლატფორმების – www.tbcbusiness.ge და www.strataperi.ge – საშუალებით მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსს. ბანკს აქვს ციფრული მომსახურებები და ინფრასტრუქტურა მოწყობილია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მომხმარებლებისთვის. ფილიალების 91% ადაპტირებულია და აღჭურვილია პანდუსით. 2023 წელს დასრულდა რამდენიმე ფილიალის სრული ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანამშრომლებისთვის.
საზოგადოების მხარდაჭერა: „თიბისი“, როგორც მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური ზეგავლენის მქონე კომპანია, ხელს უწყობს ქვეყნის საჯარო სექტორის მიერ განსაზღვრული სფეროების განვითარებას და თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ ბანკთან და სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულებასთან ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა: ფინანსური განათლება, სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა და სხვა.
„თიბისი ბანკი“ აქტიურად უჭერს მხარს ახალი თაობის განვითარებას და განათლებას, ქალებისა და სხვადასხვა თემის გაძლიერებას. მისი დაფინანსებით არაერთი პროექტიც განხორციელდა, კერძოდ, 2023 წელს ჩატარდა წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, დაფინანსდა ონლაინ ტექნოლოგიური კურსები მე-10 და მე-11 კლასელებისთვის, „თიბისის“ მხარდაჭერითა და სპონსორობით ინტელექტუალური ფორუმის TEDxTbilisi 10 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, 2023 წელს „თიბისი“ სოციალური საწარმოების გამოფენის უნიკალური სპონსორი იყო. 2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად „თიბისიმ“ გახსნა საქველმოქმედო ანგარიში, საიდანაც ფონდს 500 000 ლარი შესწირა, ხოლო 200 000 ლარი საქართველოს მოქალაქეების, კომპანიებისა და ორგანიზაციების ჩართულობით შეგროვდა.
უკრაინაში ომის პირველივე დღეებიდან „თიბისი“ აქტიურად ჩაერთო უკრაინელების დახმარებაში, რისთვისაც გახსნა საქველმოქმედო ანგარიში. ბოლო ორი წლის განმავლობაში 2 000 000 ლარამდე გაიზარდა ინდივიდების, ორგანიზაციებისა და თიბისის მიერ ერთობლივად შეგროვებული თანხის ოდენობა. ადგილობრივ დონეზე თიბისის უკრაინის საქველმოქმედო ფონდმა დააფინანსა ადგილობრივი ორგანიზაციები და სხვადასხვა პროექტები, რომლებიც ეხმარებიან უკრაინელ მოქალაქეებს, რომლებსაც ომის დროს მოუწიათ საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლა.