2022 წელს, „ვითიბი ბანკის“ გუნდის შემოერთების შედეგად, „ბაზისბანკის“ თანამშრომელთა რაოდენობა გაორმაგდა და 1000-მდე გაიზარდა. ორი კონკურენტული, განსხვავებული ორგანიზაციული კულტურის მქონე კომპანიის პროფესიონალების ერთ გუნდად შეკვრა დიდ გამოწვევას წარმოადგენდა და სწორედ ამიტომ თანამშრომლების კმაყოფილებაზე ზრუნვა და მათთვის საუკეთესო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა „ბაზისბანკის“ 2023 წლის სტრატეგიულ ამოცანად დასახელდა.
წლების წინ პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების სფეროს საქართველოში სერიოზული პრობლემები ჰქონდა. მათ შორის იყო არასაკმარისი დაფინანსება, პროფესიული უნარ-ჩვევების ნაკლებობა და აგრეთვე გაუცნობიერებლობა იმისა, რომ ტესტირება უმნიშვნელოვანესი რგოლია ხარისხიანი, გამართული პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდების პროცესში.
PwC-ისთვის, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში, თანამშრომლების კეთილდღეობა ბიზნესსტრატეგიისა და კორპორაციული კულტურის პრიორიტეტული კომპონენტია. PwC-ის საერთაშორისო და რეგიონული ინიციატივები მიზნად ისახავს თანამშრომლების ჩართულობის და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსზე ზრუნვას, უსაფრთხოების, გამჭვირვალობის, თანასწორობის უზრუნველყოფას და სტანდარტული სარგებლის კომპლექსური პაკეტის შეთავაზებას.
PSP 30 წელია ზრუნავს საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობასა და სილამაზეზე. კომპანიაში დასაქმებულია 5000-მდე თანამშრომელი, რომელთა პროფესიული ცოდნისა და უნარების უწყვეტ განვითარებას 20 წლის წინ დაარსებული PSP აკადემია ემსახურება.
შპს „ზღაპარს“ წლების განმავლობაში არაერთხელ დაუსაქმებია შშმ პირები, თუმცა ამას არ ჰქონია სტაბილური ხასიათი. შშმ პირებს უჭირდათ გუნდთან და გარემოსთან ადაპტირება და, შესაბამისად, დასაქმებას დროებით საქველმოქმედო საქმიანობად აღიქვამდნენ.
„თეგეტას“ პრიორიტეტია თანასწორი და არადისკრიმინაციული ორგანიზაციული კულტურის დამკვიდრება, მრავალფეროვანი, ინკლუზიური და ოჯახთან თავსებადი გარემოს შექმნა. „თეგეტა“ აღიარებს, რომ თანამშრომლები მისი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია და მიზნად ისახავს იყოს კომპანია, რომელშიც დასაქმებული ადამიანები უსაფრთხოდ, დაფასებულად და ბედნიერად იგრძნობენ თავს.
„კრედო ბანკის“ პრიორიტეტია თანამშრომელთა კეთილდღეობასა და განვითარებაზე ზრუნვა. ბანკში დანერგილია შიდა დაწინაურების პოლიტიკა, რაც ამა თუ იმ ვაკანსიის შევსებისას, პირველ რიგში, არსებული თანამშრომლების ინტერესის დაკმაყოფილებას გულისხმობს. თუმცა, ვაკანსიის დასაკავებლად თანამშრომლებს ხშირად აკლიათ ბიზნესპროცესების მართვასთან დაკავშირებული თეორიული ცოდნა და სწორედ ამ პრობლემის მოგვარებისა და გრძელვადიანი დადებითი შედეგების მიღების მიზნით ბანკში დაინერგა პროექტი „სტრატეგიული მენეჯმენტი“.
„ფინოსთვის“ თანამშრომლებთან გრძელვადიანი ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნება პრიორიტეტია. იმისთვის, რომ ფინოელებს თავი უკეთ ეგრძნოთ და ეგრძნოთ მხარდაჭერა, შეიქმნა „ბედნიერების კომიტეტი“ – თანამშრომლების გუნდი, რომელიც ზრუნავს ფინოელების ემოციურ, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე.
კომპანიის მთავარი მიზანი იყო და არის გუნდის წევრების კეთილდღეობაზე, ზრდასა და განვითარებაზე ზრუნვა, კორპორაციული ეთიკის განვითარება და საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსის მოპოვება. კომპანიის მფლობელობაშია სამი სასტუმრო – ბორჯომში, წყალტუბოსა და თბილისში, რომლებშიც ჯამურად 300 ადამიანია დასაქმებული.