Exactpro
წლების წინ პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების სფეროს საქართველოში სერიოზული პრობლემები ჰქონდა. მათ შორის იყო არასაკმარისი დაფინანსება, პროფესიული უნარ-ჩვევების ნაკლებობა და აგრეთვე გაუცნობიერებლობა იმისა, რომ ტესტირება უმნიშვნელოვანესი რგოლია ხარისხიანი, გამართული პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდების პროცესში.
სწორედ ამიტომ Exactpro-მ მიზნად დაისახა შეექმნა უწყვეტი სწავლისა და გადამზადების შესაძლებლობა, რომელიც გარკვეულწილად შეავსებდა დანაკლისს და გამოზრდიდა კვალიფიციურ პროფესიონალებს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების სფეროში.
თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისა და ISTQB გამოცდისთვის მომზადების მიზნით Exactpro-ში ამოქმედდა და ამჟამადაც მიმდინარეობს ISTQB CTFL სასწავლო კურსი, რომლითაც სარგებლობა შეუძლიათ როგორც კომპანიის თანამშრომლებს, ისე ნებისმიერ სხვა მსურველსაც. გარდა ამისა, 2023 წელს Exactpro-ში თანამშრომლების განვითარებაზე მიმართული სხვა ინიციატივებიც განხორციელდა, მათ შორის, Python და Recharge your Python კურსები, Friday StandUp, Exactpro უნივერსიტეტი, ISTQB AI ტესტირების ვიდეოკურსი და სხვა. Exactpro-ში ამჟამად 112 თანამშრომელია ISTQB სერტიფიცირებული და 130-მდე თანამშრომელმა წარმატებით დაასრულა Python საკვალიფიკაციო კურსები.
Exactpro-ს სურს იყოს კომპანია, სადაც თანამშრომლებს აფასებენ, უსმენენ და ემადლიერებიან. კომპანია მუდმივად ცდილობს გუნდის წევრებში ლიდერული უნარების გაძლიერებას და განვითარებაზე ორიენტირებული მენტალობის წახალისებას. 2023 წელს დაწყებული პროექტი ManyWays2Care ფოკუსირებულია ფიზიკური და გონებრივი კეთილდღეობის შენარჩუნებისთვის აუცილებელ, ჯანსაღ ჩვევებზე; მოლაშქრეთა კლუბი Exaсtpro მის წევრებს საქართველოს სხვადასხვა ადგილების მონახულებას და ბუნებაში გასვლას სთავაზობს. #ExactproPeople გამოცემის მეშვეობით თანამშრომლები აზიარებენ პირად ისტორიებსა და მოსაზრებებს, საუბრობენ იმ სარგებელსა და შესაძლებლობებზე, რაც მათ Exactpro გუნდის წევრობამ მოუტანა.
Exactpro-ს თანამშრომელთა დაახლოებით 39% ქალია. კომპანიაში ქალის და მამაკაცის თანაბარი შრომა თანაბრადაა ანაზღაურებული.