LEAVINGSTONE

ჰომობოფიით გამოწვეულ სირთულეებზე საუბრის ნაცვლად, ყურადღება გამახვილდა საზოგადოების ორმაგ სტანდარტებზე, როდესაც ჰომოფობია, ანუ ადამიანების სიძულვილი, სოციუმში სავსებით მიღებული თემაა, ხოლო ერთსქესიანთა სიყვარული – აკრძალული და მიუღებელი. მიზანსცენად შეირჩა ოჯახური გარემო, „ქამინგაუტის“ მსგავსი ვითარება. თემის სადავო ხასიათის ხაზგასასმელად ვიდეორგოლის სცენარში პარალელური რეალობა ვითარდება.

ჰომოფობები მიღებული არიან ქართულ საზოგადოებაში და თავისუფლად გამოხატავენ აგრესიას ლგბტ პირების მიმართ, ხოლო თავად ლგბტ პირებისთვის საჯაროდ გამოჩენაც კი საფრთხის შემცველია. სააგენტოსთვის დიდი გამოწვევა იყო ასეთი ვითარების წინააღმდეგ ერთადერთი ვიდეორგოლით გალაშქრება, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ვიდეოს საშუალებით მოხერხდა საზოგადოებაში კიდევ ერთხელ წამოწეულიყო ჰომოფობიის თემა. კამპანიის მიზნობრივ აუდიტორიას არ წარმოადგენდნენ რადიკალი ჰომოფობები, რადგან მათი აზრის შეცვლა ერთი ვიდეორგოლით შეუძლებელია; შესაბამისად, მათი აგრესიული კომენტარები ვიდეორგოლზე მოსალოდნელიც იყო. თუმცა ლგბტ თემის ძალიან ბევრმა წევრმა ჰომოფობებთან დისკუსიისას არგუმენტად სწორედ ეს ვიდეო გამოიყენა.