IDEALIST
კამპანიის მთავარი მიზანი იყო მძღოლებისთვის ზებრა-გადასასვლელების დანიშნულებისა და მნიშვნელობის მეგობრულად და ხალისიანად შეხსენება. გადაწყდა, რომ კამპანიის ფარგლებში, ქალაქის მასშტაბით, ზებრა-გადასასვლელებზე, ხელოვნურად შეექმნათ რამდენიმე უჩვეულო, სახალისო, გამაოგნებელი სიტუაცია, რათა მძღოლებს გაეცნობიერებინათ, რომ გაჩერებისას და ფეხით მოსიარულეთა ზებრაზეგატარებისას ისინი დროს საინტერესო აღმოჩენებში გაატარებდნენ.
კამპანია რამდენიმე ეტაპად წარიმართა. პირველ ეტაპზე გავრცელდა ვიდეოვირუსი მესიჯის გარეშე, რომელშიც ჩანს, როგორ გადადის ზებრაზე ანსამბლი ხორუმის ცეკვით. შემდეგ გავიდა
ვიდეორგოლები მესიჯით #გაატარე (#გაატარე დრო ხალისში, #გაატარე დრო გაოცებაში და ა.შ.). ბოლოს გაშვებულმა ვიდეორგოლმა ახსნა კამპანიის არსი და ერთმანეთს დაუკავშირა
ფეხით მოსიარულე ადამიანის გატარება და დროის სასიამოვნოდ გატარება.
კამპანიის შედეგები შთამბეჭდავი აღმოჩნდა: ვიდეოვირუსს 300000 ნახვა ჰქონდა, ბოლო ვიდეორგოლს კი – ნახევარ მილიონზე მეტი. კამპანიამ მთლიანობაში ძალიან პოზიტიური რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში მხოლოდ დადებითი კომენტარები დაიმსახურა.