HOLMES&WATSON
#არგამბოლოს იდეა და კამპანია იუმორითაა სავსე. სახალისოა საზოგადოების ნებისმიერი ფენისთვის და ადვილად დასამახსოვრებელი. კამპანიის კონცეფციის მიხედვით, მომავლის საქართველოში ჰაერი ისეა დაბინძურებული, რომ ხალხი მუდმივად ახველებს, საზოგადოებაში ხველების ენა გამეფდა და ურთიერთობის ერთადერთ საშუალებად იქცა. კამპანიამ თითქმის ყველა ტრადიციული თუ არატრადიციული მედიასაშუალება მოიცვა (ქალაქში გამოკრული განცხადებები, „ხველინგვისტის“ ფეისბუკგვერდი, ტელეწამყვანების
მიმართვა ხველებით, რადიოტალღებზე ხველებით ჩაწერილი რეკლამა, პრინტები და ა.შ.) და სამიზნე აუდიტორიამდე ეფექტურად მიიტანა მთავარი მესიჯი – „ერთად გავწმინდოთ სასუნთქი
გზები“ და „თეგეტა მოტორსის“ შეთავაზება გამონაბოლქვის ტოქსიკურობაზე ავტომობილების უფასო შემოწმების შესახებ.
შედეგად, მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობა საგრძნობლად გაიზარდა, რასაც მომდევნო თვეებში „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრში ავტომობილის გამონაბოლქვის ტოქსიკურობის შესამოწმებლად მიმართვიანობის მნიშვნელოვანი ზრდაც ადასტურებს.