LEAVINGSTONE

საზოგადოებისთვის ამ პრობლემის შეხსენებისა და დამწვარი ტყის აღდგენაში წვლილის შესატანად „მრავალახალხეს“ პროექტის ინიციატორებმა გადაწყვიტეს ახალი საშობაო ტრადიციის დანერგვა – სახლში ნაძვის ხის დადგმასთან ერთად თითო ნაძვის დარგვა ბორჯომის ხეობაში. მათ ბორჯომის ტყიდან წამოღებული დამწვარი ნაძვები სპორტის სასახლის მიმდებარედ, საახალწლო ნაძვების გვერდით, საგანგებო სტენდებზე გამოფინეს და საახალწლო საყიდლებით დაკავებულ მოქალაქეებს, რამდენიმე ლარად, ბორჯომის ტყის აღსადგენად ნამდვილი ნაძვის დარგვა შესთავაზეს.

ინიციატივამ მალევე მიიპყრო მედიასაშუალებების ყურადღება, რასაც საზოგადოების გამოხმაურებაც მოჰყვა. დაიწყო მოლაპარაკება მსგავსი სტენდების სხვადასხვა ბიზნესკომპანიებში განთავსებასთან დაკავშირებით. კამპანიას შეუერთდნენ ცნობილი ადამიანებიც, მათ შორის, საქართველოს პირველი ლედი, ვინც საჯაროდ გამოუცხადა მხარდაჭერა კამპანიას და ხალხს ჩართულობისკენ მოუწოდა. კამპანიის შედეგად, დასაბამი მიეცა ახალ ტრადიციას და ხანძრით განადგურებულ ტერიტორიაზე 1250 ხე დაირგა. კამპანია გააშუქა 7-მა სატელევიზიო არხმა, კამპანიის ვიდეორგოლს 980,000 ნახვა ჰქონდა, ვებგვერდს კი – 5000-ზე მეტი.

პარტნიორი ორგანიზაცია Treepex.