საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2024-ის განაცხადების მიღება დაიწყო!
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2024-ის განაცხადების მიღება დაიწყო!
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ევროკავშირის მხარდაჭერით, კონკურსს Meliora უკვე მეხუთედ ატარებს.
კონკურსი უნიკალური შესაძლებლობაა ბიზნესკომპანიებისთვის გააცნონ საზოგადოებას თავიანთი CSR-ინიციატივები, მოიპოვონ აღიარება საუკეთესო მიღწევებისთვის და წვლილი შეიტანონ СSR-ის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მდგრადი განვითარების მაღალი სტანდარტების დამკვიდრებაში.
შეგახსენებთ, რომ კონკურსი შემუშავდა CSR-ის სფეროს წამყვანი ევროპული ორგანიზაციების (Pontis Foundation, Slovakia და Business in the Community, the Prince’s Responsible Business Network, UK) ექსპერტებთან თანამშრომლობით.
კონკურსი გთავაზობთ მოქნილ პირობებსა და მრავალფეროვან СSR კატეგორიებს, რომლებსაც შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე გაეცნოთ. გამარჯვებულები გამოვლინდებიან დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიაზე.
ნომინანტებს შეაფასებს წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიური და გამოავლენს საუკეთესო CSR-ინიციატივებს წინასწარ შექმნილი კრიტერიუმების მიხედვით. მნიშვნელოვანია, რომ პროექტში ინვესტირებული თანხების ოდენობა არ იქნება შეფასების გადამწყვეტი კრიტერიუმი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქვეყანაში მოქმედ ნებისმიერი ზომის კომპანიას.
გაითვალისწინეთ, რომ განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 თებერვალი.
კონკურსი ტარდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.