თამთა ჭუმბურიძე

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი,
წამყვანი სპეციალისტი

საქართველო

 

თამთა ჭუმბურიძე, იურისტი, არის საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი. საჯარო სამსახურში 20 წელია მუშაობს, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიმართულებით. მონაწილეობდა პირველ პროექტში, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოვდა. იგი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანაავტორია. 20 წლის განმავლობაში მუშაობდა ელექტრონული კომუნიკაციების, ბავშვთა, ქალთა, შშმ პირების, დასაქმებულების უფლებებისა და უსაფრთხოების ნორმების, შრომითი მიგრაციის, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით.

თამთა ჭუმბურიძე უძღვებოდა ფრიდრიხ ებერტის მხარდაჭერით შექმნილ რადიოგადაცემას „კანონი“. როგორც ესტონეთის პოლიტიკური კვლევების ცენტრის ექსპერტს, საზოგადოებრივი ჩართულობის სფეროში აქვს ჩატარებული ტრენინგები თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის, იყო ეუთოში საქართველოს დელეგაციის მრჩეველი და პარლამენტის აპარატის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ჯგუფის კოორდინატორი. ასევე  მუშაობდა ევროკომისიის 12 მოთხოვნაზე. 

2004 წლიდან დღემდე მუშაობს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებაზე და მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო კონფერენციებში, გავლილი აქვს ევროკავშირის 1-წლიანი სწავლება „ევროპული ინტეგრაცია“ და NDI-ის 1-წლიანი სწავლება „ლიდერ ქალთა დახელოვნება“, ასევე, კონრად ადენაუერის, GIZ-ის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს, პოლონეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ინსპექტორის სამსახურის, გერმანიის შსს-ისა და მიგრაციის ცენტრის, ესტონეთის მიგრაციისა და განსახლების და პოლიტიკური კვლევების ცენტრის სწავლებები. იცნობს ევროკავშირის არაერთი წევრი ქვეყნის საპარლამენტო სტრუქტურას და ევროკავშირის კვლევითი ცენტრის საქმიანობის სისტემას. აქვს ტრენერისა და შესაბამისი სფეროების სერტიფიკატები. აქვს მადლობები, გამოცხადებული საჯარო საქმიანობის სანიმუშო შესრულებისთვის, როგორც საკუთარი უწყების, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.