ეკატერინე მიქაძე
კლიმატის ცვლილების პოლიტიკის ექსპერტი
საქართველო
ეკატერინე მიქაძეს კლიმატის ცვლილების სფეროში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს.
იგი ამჟამად არის აზიის განვითარების ბანკის კლიმატის ცვლილების პოლიტიკის ექსპერტი. ეკატერინემ კლიმატის ცვლილების სფეროში მუშაობა საჯარო სექტორიდან დაიწყო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ჯერ – კლიმატის ცვლილების სამმართველოში, შემდეგ – ევროინტეგრაციის დეპარტამენტში. ბოლო სამი წლის განმავლობაში ეკატერინე კოორდინირებას უწევდა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის კლიმატის ცვლილების პროექტებს.
ეკატერინე მიქაძე საქართველოს წარმოადგენს კლიმატის ცვლილების საერთაშორისო მოლაპარაკებებში, კერძოდ, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაზე, იგი ასევე არის გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის სერტიფიცირებული ექსპერტი.
ეკატერინე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაში უძღვება გარემოს დაცვის პოლიტიკასა და სამართალს, ხოლო კავკასიის უნივერსიტეტში – ცირკულარული ეკონომიკას.
ეკატერინე მიქაძე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრი, ფრაიბურგის უნივერსიტეტის გარემოს დაცვის მართვის მაგისტრი და ლონდონის იმპერიალ კოლეჯის გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მაგისტრი.