‘Meliora 2022’-ის გამარჯვებულები 30 მაისს გამოვლინდებიან
ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, ‘საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ‘საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022’-ის რიგით მეოთხე დაჯილდოების ცერემონია 2023 წლის 30 მაისს გაიმართება.
კონკურსი, რომლის მიზანია საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარება დასაზოგადოებაში მისი პოპულარიზაცია, ბიზნეს კომპანიებს მათ მიერ განხორციელებული საუკეთესოპროექტებისა და ინიციატივებისათვის აჯილდოებს კორპორაციული პასუხისმგებლობისა მდგრადი განვითარების სფეროში. წლევანდელ ღონისძიებაზე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სფეროს საერთაშორისო ექსპერტები კონკურსის სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულ კომპანიებს დააჯილდოვებენ.
‘Meliora 2022’-ის კონკურსის ჟიური შედგება წამყვანი უცხოელი (დიდი ბრიტანეთი, შოტლანდია, ირლანდია, ისრაელი, ავსტრია, ნორვეგია, შვედეთი, ლიეტუა, ლატვია და უნგრეთი) და ქართველი ექსპერტებისაგან, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.
კონკურსი იმართება წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს ასოციაციების, სამთავრობო უწყებებისა და მედია ორგანიზაციების მხარდაჭერით.
Meliora 2022-ის სპონსორები არიან: Moore abc, სარაჯიშვილი, სასტუმრო ბილტმორი თბილისი და Enagram.
Meliora 2022-ის მედია პარტნიორები არიან: BMG, Enterpreneur, ფორტუნა, Georgia Today.