ხათუნა იოსელიანი
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET), კონსულტანტი
საქართველო
ხათუნა იოსელიანი 2024 წლის იანვრიდან უწევს კონსულტაციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლას (ISET). იგი აანალიზებს ტენდენციებს, მოდელებსა და ტექნოლოგიებს ახალი პარტნიორობის შესაძლებლობების გამოსავლენად, ფონდების მოძიების დასახმარებლად და მხარდამჭერთა ჩართულობის გასაღრმავებლად. ხათუნა ხელმძღვანელობს საკომუნიკაციო სტრატეგიებისა და ინსტრუმენტების შემუშავებას კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით.
ISET-ში მუშაობის დაწყებამდე ხათუნა იყო განათლების ოფიცერი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდში (UNICEF). იგი ტექნიკურ და ოპერაციულ მხარდაჭერას უწევდა განათლების პროგრამებს, რომლებიც მიზნად ისახავდა ხარისხიან განათლებაზე მოწყვლადი ბავშვების წვდომის გაზრდას.
2010 -2022 წლებში ხათუნა იოსელიანი იყო ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ (OSGF) პროგრამების მენეჯერი. იგი ხელმძღვანელობდა პროგრამებს, რომლებიც ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, მრავალფეროვნების პატივისცემას და სოციალურ სამართლიანობას უწყობდა ხელს. 2015-2017 წლებში ევროკავშირის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვთა განათლების უფლების დაცვის გაძლიერებას საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. 2020-2022 წლებში ევროკავშირის დახმარებით განახორციელა კიდევ ერთი პროექტი, რომელმაც საგანმანათლებლო შესაძლებლობებსა და რესურსებზე წვდომის გზით რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების შრომითი უნარების განვითარებასა და დასაქმებას შეუწყო ხელი.
ფონდში მუშაობამდე ხათუნა იოსელიანი იყო სასწავლო სტიპენდიების პროგრამის სამხრეთ კავკასიის რეგიონის მენეჯერი ღია საზოგადოება – საქართველოს აკადემიური მხარდაჭერის პროგრამაში (AFP/OSF), პროექტების მართვის სპეციალისტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID) და გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში მეორე მდივანი.
ხათუნა იოსელიანი არის რამდენიმე კვლევის თანაავტორი: USAID-ის „საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერის პროექტის (SEPPS) გავლენის შეფასება“ (2018), „ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მცხოვრები ახალგაზრდების ხედვა განათლების ხარისხთან დაკავშირებით“ UNICEF CEE/CIS რეგიონული ოფისი (2010) და „დაწყებითი და საშუალო განათლება საქართველოში“ USAID (2003).
ხათუნა იოსელიანს აქვს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში და კოლუმბიის უნივერსიტეტის (აშშ) მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო განათლების პოლიტიკაში.