აუდრონე ალიოშიუტე - პაულაუსკიენე
Vesta Consulting-ის წამყვანი კონსულტანტი, ლიეტუა
აუდრონე ალიოშიუტე-პაულაუსკიენე არის მდგრადობისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის სპეციალისტი, 20 წელზე მეტი გამოცდილებით კორპორაციულ და საჯარო სექტორებში. მისი ექსპერტიზის ძირითადი სფეროებია მდგრადი
აუდრონე ალიოშიუტე-პაულაუსკიენე არის მდგრადობისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის სპეციალისტი, 20 წელზე მეტი გამოცდილებით კორპორაციულ და საჯარო სექტორებში. მისი ექსპერტიზის ძირითადი სფეროებია მდგრადი განვითარების/ESG სტრატეგიის შემუშავება, კორპორაციულ პარტნიორობა და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია, კორპორაციული მმართველობა, გარემოსდაცვითი პოლიტიკა, არსებითობის ანალიზი, შესაძლებლობების განვითარება, სოციალური ზემოქმედება და მდგრადობის ანგარიშგება GRI და ESRS სტანდარტებით.
ამჟამად აუდრონე არის Vesta Consulting-ის წამყვანი კონსულტანტი, ვილნიუსის უნივერსიტეტის პროფესორი და დამოუკიდებელი ექსპერტი ლიეტუვის ეროვნულ საკონტაქტო დეპარტამენტში OECD სახელმძღვანელო მითითებების განხორციელებისათვის (National Contact Point of OECD Guidelines for Multinational Enterprises).
აუდრონე არის თანადამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი არასამთავრობო ორგანიზაციისა „ადმინისტრაციისა და ტექნოლოგიების გარემოსდაცვითი ცენტრი“ (ECAT-ლიტვა). წლების წინ ამ ორგანიზაციამ წამოიწყო ადგილობრივი მდგრადობის პირველი კამპანია ლიტვის მუნიციპალიტეტებისთვის.
ის ასევე არის ლიეტუვას მდგრადი ბიზნესის ასოციაციის „ლავას“ თანადამფუძნებელი და რამდენიმე წელი იყო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
აურდონე ასევე მუშაობდა გარემოსდაცვით ექსპერტად ბალტიის გარემოსდაცვით ფორუმში ლიეტუვაში, სადაც წამყვანი როლი ეკავა ქიმიური პროექტის აქტივობების ზედამხედველობაში. ამ პროექტის მიზანი იყო გარემოზე ბიზნესის ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირება.
აუდრონეს აქვს ბაკალავრის ხარისხი გეოგრაფიაში (ვილნიუსის უნივერსიტეტი, ლიეტუვა) და მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრირებაში (კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ლიეტუვა). ის იყო „სახელმწიფო პროგრესის საბჭოს“ წევრი 2014-2021 წლებში. მას უყვარს საჯარო გამოსვლები – რამდენიმე წლის განმავლობაში იყო კაუნასის საჯარო გამოსვლების კლუბ „Toastmasters“-ის პრეზიდენტი.