მენდი ფერტეტიკსი
„Alternate Consulting“-ის მმართველი დირექტორი, უნგრეთი
მენდი ფერტეტიქსს აქვს 20 წელზე მეტი გამოცდილება კორპორაციული მდგრადობისა და პასუხისმგებლობის სფეროში, როგორც კონსულტანტსა და ექსპერტს. ის კონსულტირებას უწევს სხვადასხვა ინდუსტრიების (საბანკო, ფარმაცევტული, ქიმიკატები, ავტომობილები და ა.შ.) კომპანიებს, როგორც მსხვილს, ისე მცირეს, მრავალწლიანი ისტორიის მქონე თუ ახალდაარსებულ კომპანიებს.
მენდის აქვს აგრეთვე გლობალურ საავტომობილო ინდუსტრიაში (Knorr-Bremse Group, Kongsberg Automotive) მდგრადი შესყიდვების ექსპერტად მუშაობის შვიდწლიანი გამოცდილება; ოთხი წლის განმავლობაში კი ის იყო კორპორაციული საკითხებისა და მდგრადობის მენეჯერი SABMiller-ის შვილობილ კომპანიაში Dreher Breweries.
სხვადასხვა სფეროში და სხვადასხვა სექტორში მუშაობის გამოცდილება მენდის შესაძლებლობას აძლევს გაითვალისწინოს ყველა დაინტერესებული მხარის პერსპექტივა კომპანიების სტრატეგიის შემუშავებისას. როგორც უნგრეთის მდგრადი განვითარების ბიზნესსაბჭოს კორპორაციული პროგრამების ხელმძღვანელი, იგი მუშაობდა უნგრეთის ყველაზე გავლენიან კომპანიებთან Action2020 პროგრამაზე და განავითარა „მომავალი ლიდერების“ ტრენინგის პროგრამა. მას უმუშავია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან: გარემოს დაცვის საკითხებზე - KÖVET ასოციაციასთან, გენდერული თანასწორობისა და ოჯახთან თავსებადი სამუშაო ადგილის განვითარებაზე - „Well-Being Foundation“-თან, კორპორაციულ კეთილდღეობის პროგრამებზე „Blue Point“-ის დამოკიდებულების ცენტრთან და მდგრადი ქცევის შესახებ - „Conscious Consumer Association“-თან.
მენდი დაინტერესებულია სოციალური მეწარმეობით, შესაბამისად, იგი გახდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრი „Fruit of Care“-ში. ასევე, მონაწილეობას იღებს MBA საგანმანათლებლო პროგრამებში ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტში. საგანმანათლებლო პროექტები, ტრენინგები და შესაძლებლობათა გაძლიერება არა მხოლოდ მისი მოწოდებაა, არამედ ასევე მისი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე.
ამჟამად არის ერთ-ერთი მთავარი ტრენერი მდგრადობის მენეჯერის სერტიფიცირებული ტრენინგკურსისა, რომელსაც ატარებს „Green Business Academy“; მდგრადობისა და ეთიკის სამაგისტრო კურსის ხელმძღვანელი ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტში, სოციალური პასუხისმგებლობისა და ანგარიშგების კურსის ხელმძღვანელი ბუდაპეშტის მეტროპოლიტან უნივერსიტეტში და გლობალური #IamRemarkable ფასილიტატორი.
მისი სპეციალობის სფეროებია მდგრადობა და ESG ანგარიშგება, არსებითობის ანალიზი, ESG რეიტინგები, მდგრადობის/პასუხისმგებლობის სტრატეგიები, დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, მდგრადი შესყიდვები და მომწოდებლების ჩართულობა. მენდი ასევე დაინტერესებულია დადებითი სოციალური ზეგავლენის მქონე ბიზნესმოდელების შემუშავებით.
მენდის ასევე აქვს სხვადასხვა კვლევების, ტრენინგების ჩატარების გამოცდილება და არის ტრანსფორმაციული გუნდის სერტიფიცირებული ქოუჩი, ასევე მხარს უჭერს ინდივიდუალური თვითშემეცნების ამაღლებას.