სალომე თვალოძე
მდგრადი დაფინანსების განყოფილების უფროსი, საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველო
სალომე თვალოძე არის საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების განყოფილების უფროსი. იგი ეროვნულ ბანკს 2011 წელს შეუერთდა და მას შემდეგ არაერთი თანამდებობა ეკავა, მათ შორის იყო მაკროფინანსური მოდელირებისა და ანალიზის განყოფილების უფროსი და მაკროეკონომიკური კვლევის განყოფილების მთავარი ეკონომისტი. სალომე ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს შემუშავებას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. სალომე არის ეროვნული ბანკის წარმომადგენელი NGFS-სა (Network for Greening the Financial System) და SBFN-ში (Sustainable Banking and Finance Network). SBFN-ში ის არის მონაცემთა და გამჟღავნების სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე და მდგრადი ფინანსური ინსტრუმენტების სამუშაო ჯგუფის წევრი. 2023 წლის სექტემბრიდან კი გლობალური ანგარიშგების ინიციატივის (GRI) საბანკო სექტორის ტექნიკური კომიტეტის წევრი.
სალომეს აქვს ილინოისის უნივერსიტეტისა და ISET-ის ეკონომიკის მაგისტრის ხარისხები. ამჟამად მუშაობს სადოქტორო ნაშრომზე, რომელიც შეისწავლის ESG საკითხების ინტეგრაციას მაკროფინანსურ ანალიზში. სალომე არის GARP-ის მდგრადობისა და კლიმატის რისკის (SCR) სერტიფიკატის მფლობელი, აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება და ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაკროეკონომიკის კათედრის მოწვეული ლექტორია. სალომე არის არაერთი კვლევითი ნაშრომის ავტორი.