სტაფან სოდერბერგი
მდგრადობის კონსულტანტი, AMAP Sustainability, შვედეთი
სტაფანი ფლობს ლუნდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხებს კონსერვაციულ ბიოლოგიაში და ადამიანის ეკოლოგიაში – ბრიუსელის ვრიჯის უნივერსიტეტიდან. მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა მულტინაციონალურ სამშენებლო კომპანიაში Skanska, სადაც ეკავა გარემოსდაცვითი მენეჯერისა და მდგრადობის მენეჯერის პოზიციები ჯგუფის სათავო ოფისში. შემდგომ მუშაობდა WWF შვედეთში, კორპორაციული პარტნიორობის დირექტორის პოზიციაზე.
სტაფანი ჩართული იყო რამდენიმე ISO სტანდარტის შემუშავებაში. იყო საერთაშორისო გუნდის ვიცე-თავმჯდომარის მოადგილე სოციალური პასუხისმგებლობის ISO 26000 სტანდარტის შემუშავებისას. ასევე იყო ISO 20400 მდგრადი შესყიდვების სტანდარტის ეროვნული თავმჯდომარე.
ამჟამად სტაფანი მუშაობს კონსულტანტად. მას უმუშავია Volvo-სთან, ISO-სთან, სამოქალაქო უფლებების დამცველებთან, მუნიციპალიტეტებთან, უნივერსიტეტებთან, იორდანიის ენერგეტიკისა და მინერალური რესურსების სამინისტროსთან, ჯამში, 25-ზე მეტ ქვეყანაში. ის აგრეთვე მუშაობს შვედეთში უძრავი ქონების კომპანიაში მდგრადობის განყოფილების ხელმძღვანელად, ხელმძღვანელობს ზრდასრულთა კერძო განათლების ხარისხის ავტორიზაციის საბჭოს (Quality Authorization Board) და ეხმარება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას ინსტიტუციური მმართველობის განვითარებაში.