ანა ბოლტი
პრინც ჩარლზის პროგრამის - „Seeing is Believing“-ის მენეჯერი, „ბიზნესი საზოგადოებაში“, დიდი ბრიტანეთი
ანა ბოლტი ცხოვრობს და საქმიანობს ლონდონში. ის 10 წელია მუშაობს ორგანიზაციაში პასუხისმგებელი ბიზნესის ქსელი „ბიზნესი საზოგადოებაში“ (Business in the Community/BITC). ამჟამად ანა ხელმძღვანელობს BITC-ის პროგრამას „Seeing is Believing“, რომელიც დაარსდა 1990 წელს მისი უდიდებულესობა მეფე ჩარლზ III-ის ინიციატივით, რომელიც ორგანიზაციის დამფუძნებელი და მხარდამჭერია უკვე 30 წელია.
ანა პასუხისმგებელია მაღალი რანგის ლიდერებისთვის (კომპანიათა ხელმძღვანელებისათვის) საზოგადოებასთან თანამშრომლობის სტრატეგიის შექმნაზე და მათთვის ეფექტური გაცნობითი ვიზიტების განხორციელებაზე ნაკლებად განვითარებულ თემებში, რომლებსაც აქვთ დაბალი სოციალური მობილურობა. პროექტის მიზანია ამ ადგილებში გრძელვადიანი ინვესტიციების მოზიდვისა და პოზიტიური ბიზნესქმედებების ხელშეწყობა.
მანამდე ანა წარმატებით მართავდა BITC-ის წამყვან პროგრამას - პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსს. აქტიურად წარმოაჩენდა საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებისკენ მიმართულ ბიზნესპროგრამებს და ინიციატივებს. ანა ბოლტის მოვალეობა მოიცავდა როგორც კონკურსის სტრატეგიულ წარმართვას, დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციას და მათი ჩართულობის უზრუნველყოფას, ისე პროგრამის ყოველდღიური საქმიანობის მართვას.
ანა არის PRINCE2-ის კვალიფიციური პრაქტიკოსი. მას აქვს მაგისტრის ხარისხი ინტერკულტურულ კომუნიკაციებში და ბედფორდშირის უნივერსიტეტის (ბრიტანეთი) ბაკალავრის პირველი კლასის საპატიო ხარისხი საერთაშორისო ბიზნესკვლევებში. ანას პროფესიული ინტერესები დაკავშირებულია პროექტის მენეჯმენტთან, სტრატეგიულ მარკეტინგსა და კომუნიკაციებთან.
თავისუფალ დროს ანა მოგზაურობს მეუღლესა და ორ შვილთან - ელიზაბეტსა და ჯეიმსთან ერთად, უსმენს პოდკასტებს და დადის ადგილობრივ სპორტულ დარბაზსა და საცურაო აუზში. ანა არის წიგნის კლუბის წევრი.