ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2024-ის მხარდამჭერია
ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2024-ის მხარდამჭერია.
აღსანიშნავია, რომ ლიეტუვის მდგრადი ბიზნესის ასოციაციის „ლავას“ დამფუძნებელი აუდრონე ალიოშიუტე - პაულაუსკიენე, უკვე მეორედ, Meliora-ს ჟიურის წევრია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) კონკურსს Meliora უკვე მეხუთედ ატარებს, განაცხადების მიღება კი 20 თებერვლამდეა შესაძლებელი.
მრავალფეროვანი СSR კატეგორიებისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციას ჩვენს ვებგვერდზე გაეცნობით.
კონკურსი ტარდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.