(მცირე და საშუალო კომპანია)
არ გადაყარო, რისი გადამუშავებაც შეიძლება
კომპანია „TRC“ შეიქმნა 2017 წელს, ნარჩენების შემცირების და გადაყრილი საბურავებისგან გარემოს დასუფთავების მიზნით. უწესრიგოდ გადაყრილი საბურავები დიდ ზიანს აყენებს ეკოსისტემას. „TRC“ საინიციატივ ჯგუფმა ჩაატარა კვლევა და დაადგინა, რომ საქართველოში ნარჩენების სახით ყოველწლიურად 7 მილიონი კილოგრამი საბურავი გროვდება, რომლის 95% იყრება გარემოში, რადგან საბურავების ნაგავსაყრელზე მიტანა აკრძალულია, გადამამუშავებელი საწარმო კი არ არსებობს. ასე გაჩნდა საბურავების გადასამუშავებელი კომპანიის შექმნის იდეა, რომელიც დააფინანსა „სტარტაპ საქართველომ“.
“გზად–აპლიკაცია”
ავტომობილების გამონაბოლქვით გარემოს დაბინძურების შემცირებისა და თბილისში არსებული საცობების პრობლემის მოგვარების მიზნით 2017 წლის ივნისში „საქართველოს ბანკის“ CSR-ის სამსახურმა, IT განყოფილებასთან და დიზაინერებთან თანამშრომლობით, შეიმუშავა „გზად – აპლიკაცია“, რომელიც პერიოდულად მანქანის სახლში დატოვებისა და რამდენიმე კოლეგის დამგზავრების, ანუ ერთად და კომფორტულად მგზავრობის, შესაძლებლობას იძლევა, რაც გარემოზე ზრუნვას და ქალაქში მოძრაობის განტვირთვას უწყობს ხელს.
მბრუნავი სპრედერი (ტვირთის გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგია ფოთის ნავსადგურში)
2018 წლის ივნისში ფოთის ნავსადგურში ნაყარი ტვირთის ოპერირების ახალი, ეკომეგობრული ტექნოლოგია დაინერგა. რაც საშუალებას აძლევს კომპანიას ორჯერ შეამციროს უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე და მინიმუმამდე დაიყვანოს ტვირთის დანაკარგი: ინოვაციური „მბრუნავი სპრედერის” გამოყენებით შესაძლებელი ხდება ნაყარი ტვირთის კონტეინერებით გადატანა და პირდაპირ გემში ჩატვირთვა.
გარემოს დაბინძურების შემცირება /ბიომრავალფეროვნების დაცვა და ეკოსისტემების აღდგენა
ეკოტექნოლოგიების სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა შეიმუშავა ბიოპრეპარატი და მისი გამოყენების მეთოდი, რომელიც ემსახურება ისეთი აქტუალური ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებას, როგორიცაა გარემოს ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით დაბინძურება.
გარემოზე კომპანიის მავნე ზემოქმედების შემცირება გარემოს დაბინძურების შემცირებით
„ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ელექტროენერგიის გენერაციისა და დისტრიბუციის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომლის ოპერირებისას ფართოდ გამოიყენება ნავთობპროდუქტები. უხვი ატმოსფერული ნალექების პირობებში კომპანიის ობიექტებზე ნავთობპროდუქტების უმნიშვნელო გაჟონვაც კი შესაძლოა გადაირეცხოს სანიაღვრე ქსელში და გარემოს დაბინძურების წყაროდ იქცეს.
გარემოსდაცვითი ცოდნა
EHS08 სტანდარტის (კომპეტენცია, ტრენინგი, ცოდნა) თანახმად, „პეპსიკოს“ ყველა თანამშრომელი და კონტრაქტორი გადის EHS-ტრენინგს, რომლის მიზანია თანამშრომლებში დაგეგმვის და ანგარიშგების პროცესების შესაბამისი კომპეტენციის განვითარება.
ენერგიის მართვა
„პეპსიკოში“ გარემოს, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკები გარემოს, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მართვის გლობალური სისტემის (GEHSMS) მეშვეობით იმართება. ამ სისტემას საფუძვლად უდევს „პეპსიკოს“ გარემოს, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების პოლიტიკა, რომლის ერთ-ერთი საკვანძო პრინციპია გარემოზე ზრუნვა და ადამიანების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ეკომეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაცია საქართველოში
„ვისოლისთვის“, როგორც გარემოზე მზრუნველი კომპანიისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკომეგობრული ელექტროტრანსპორტის პოპულარიზაცია და ელექტრომანქანების დამტენი სადგურების ქსელის განვითარება საქართველოში. 2017 წლის ივლისში „ვისოლმა“, კომპანია „ი-სპეისთან“ თანამშრომლობით, ელექტრომობილების დამტენი პირველი სადგური გახსნა; დღესდღეობით „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურების ქსელში უკვე სამი ასეთი დამტენი მუშაობს.
არ გამბოლო
საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, ჰაერის დაბინძურება დიდწილად გაუმართავი ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის ბრალია. „თეგეტა მოტორსმა“, როგორც საქართველოს ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერმა, იკისრაპასუხისმგებლობა, იზრუნოს გარემოს დაცვასა და გაუმჯობესებაზე და 2016 წლის სექტემბრიდან აწარმოებს ეკოკამპანიას „#არგამბოლო“, რომლის მთავარი მიზანია გააცნობიერებინოს და მოაგვარებინოს ავტომფლობელებს გამონაბოლქვთან დაკავშირებული პრობლემები.
ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობა
საქართველოში არ არის სათანადოდ მოწესრიგებული ჩამდინარე წყლის გადასამუშავებელი მუნიციპალური სისტემები და ქვეყანაში მოქმედი საწარმოების უმეტესობა იძულებულია საკუთარი ჩამდინარე წყლები ბუნებრივი წყლის ახლომდებარე სისტემებში ჩაუშვას. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო კომპანია „ნატახტარის“ შემოღებული სიახლე, რომელიც კომპანიის მენეჯმენტმა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში სწორედ გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირების მიზნით აამოქმედა 2012 წლიდან – თანამედროვე, მაღალი სტანდარტების შესაბამისი წყლის გამწმენდი ნაგებობა, რომელიც წარმოების სრული ციკლის შედეგად მიღებულ ჩამდინარე წყალს წმენდს.
ბიოდიზელი სუფთა გარემოსთვის
ნავთობპროდუქტების იმპორტიორმა და დისტრიბუტორმა საქართველოში, კომპანია „ფრეგომ“, 2018 წლის ივლისში დაწყებული „ბიოდიზელის“ პროექტის ფარგლებში, პირველად საქართველოსა და რეგიონში დანერგა განახლებად ბიორესურსებზე დამყარებული საწვავის ბიოდიზელის წარმოება, რომელიც, ნავთობდიზელისგან განსხვავებით, არ აბინძურებს ატმოსფეროს და მსოფლიოში ყველაზე სუფთა და ეკომეგობრულ საწვავად არის მიჩნეული.