ნატახტარი

საქართველოში არ არის სათანადოდ მოწესრიგებული ჩამდინარე წყლის გადასამუშავებელი მუნიციპალური სისტემები და ქვეყანაში მოქმედი საწარმოების უმეტესობა იძულებულია საკუთარი ჩამდინარე წყლები ბუნებრივი წყლის ახლომდებარე სისტემებში ჩაუშვას. აღსანიშნავია, რომ ლუდსახარშის ჩამდინარე წყლები, ორგანული ნივთიერებების და წყალში უხსნადი მინარევების მაღალი შემცველობის გამო, საკმაო საფრთხეს უქმნის ახლომდებარე წყლების იხტიოფაუნას. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო კომპანია „ნატახტარის“ შემოღებული სიახლე, რომელიც კომპანიის მენეჯმენტმა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში სწორედ გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირების მიზნით აამოქმედა 2012 წლიდან – თანამედროვე, მაღალი სტანდარტების შესაბამისი წყლის გამწმენდი ნაგებობა, რომელიც წარმოების სრული ციკლის შედეგად მიღებულ ჩამდინარე წყალს წმენდს. ეს გაწმენდილი წყალი, ბუნებრივი ხევის გავლით, ჩაედინება მდინარე ნარეკვავში, რომელიც შემდგომ არაგვს უერთდება.

წყლის გაწმენდის პროცესი მოიცავს რამდენიმე ეტაპს: მექანიკურს (ფილტრაცია), ქიმიურს (PH კორექცია) და ბიოლოგიურს. სწორედ ამ ბოლო ეტაპზე გამოიყენება ორგანული დაბინძურების ანაერობული და აერობული დაშლის ინოვაციური ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც წყალი 90-95%-ით იწმინდება. ლუდსახარშის ჩამდინარე წყლების მოცულობიდან გამომდინარე, მათი ზემოქმედება ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებსა და წყლის რესურსებზე საკმაოდ დიდია. გამწმენდი ნაგებობის ამუშავებით მინიმუმამდე შემცირდა როგორც მდ. ნარეკვავისა და მდ. არაგვის დაბინძურების საშიშროება, ისე წყლის ჩაშვების ადგილთან ახლოს, კომპაქტურად მცხოვრები ახალგორიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე უარყოფითი მოქმედების საფრთხე.

„წარმატებული ხალხის და კომპანიების ვალია მსოფლიო გახადონ უკეთესი საცხოვრებელი ადგილი“. ჯუნეით არათი გენერალური დირექტორი