საბურავების გადამამუშავებელი კომპანია TRC
მას შემდეგ კომპანიამ გადაამუშავა 900 ტონა საბურავის ნარჩენი, რომლისგანაც 500 ტონა კაუჩუკის გრანულა დამზადდა, კომპანია ემსახურება დიდ და მცირე ორგანიზაციებს, აკითხავს მათ ადგილზე და საკუთარი ხარჯით გააქვს ნარჩენი საბურავები. პროექტს რამდენიმე ტიპის სარგებელი მოაქვს: გარემოსდაცვითი თვალსაზრისით – კომპანია ყოველწლიურად შეძლებს 1000-12000 ტონა ნარჩენის შეგროვება-გადამუშავებას; ეკონომიკური თვალსაზრისით – ამ რაოდენობის ნარჩენებიდან შესაძლებელია 600-800 ტონა კაუჩუკის გრანულის წარმოება, რაც ჩაანაცვლებს იმპორტირებულ პროდუქტს, საბურავების გადამამუშავებელი საწარმოს შექმნით კი ბევრ კომპანიას მოეხსნა ნარჩენების მართვის პრობლემა.