თეგეტა მოტორსი
კამპანიის ფარგლებში „თეგეტა მოტორსი“ ავტომფლობელებს სთავაზობს ავტომობილების გამონაბოლქვის უფასო შემოწმებას. თუ შემოწმების შედეგი აკმაყოფილებს ეკოსტანდარტს, ავტომფლობელებს გადაეცემათ სტიკერი შემოწმების გავლის შესახებ წარწერით, ასევე გარემოზე მზრუნველი მძღოლის სიმბოლური სერტიფიკატი და ხის ნერგი. იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი ვერ გაივლის კონტროლს, მფლობელი იღებს გამონაბოლქვის სისტემის გასამართი მომსახურების 50%-იანი ფასდაკლების მწვანე ვაუჩერს.
კამპანია 2018 წელსაც გრძელდება. დღევანდელი მდგომარეობით, უფასო შემოწმების შეთავაზებას ათასობით მძღოლი გამოეხმაურა, რის შედეგადაც, ქალაქში მცირედით, თუმცა მაინც შემცირდა გამონაბოლქვი. პროექტის შედეგად ასევე გაიზარდა ავტომფლობელების ინფორმირებულობის დონე გამონაბოლქვის ტოქსიკურობასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის მიზანი არ ყოფილა გაყიდვების ხელშეწყობა, მისი განხორციელების შედეგად გაიზარდა კომპანიის რეპუტაცია და მის მიმართ მომხმარებლის ნდობა, რამაც, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კომპანიის განვითარებას.
„ჯანსაღი გარემო და უსაფრთხო მომავალი „თეგეტა მოტორსის“ გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია“. ავთანდილ წერეთელი გენერალური დირექტორი