საქართველოს ბანკი
პროექტში მონაწილეობის წასახალისებლად აპლიკაციით სარგებლობისას მძღოლსაც და მგზავრებსაც ერიცხებათ ქულები, რომლებიც გროვდება და შემდეგ იცვლება სხვადასხვა პრიზში.
ინოვაციური პროექტის დადებითმა სოციალურმა გავლენამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა როგორც ბანკის თანამშრომლებში, ისე საზოგადოებაში. პროექტში თავიდანვე ჩაერთო „საქართველოს ბანკის“ 410 თანამშრომელი; აღირიცხა 5430 დამგზავრება. სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ აპლიკაციით, საერთო ჯამში, გამონაბოლქვი 43,440 კგ.-ით შემცირდა.
პროექტის არაპირდაპირი სარგებელი იყო თანამშრომლების ერთმანეთთან დაახლოება, რაც დადებითად აისახა მათ ურთიერთობასა და მოტივაციაზე. პროექტის შედეგად ამაღლდა თანამშრომლების გარემოსდაცვითი ცნობიერებაც – ბანკში ჩატარებული საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით თანამშრომლებმა დეტალურად შეიტყვეს იმ ზიანის შესახებ, რასაც ქალაქში მოძრავი თუნდაც 1 ავტომობილი აყენებს გარემოს. პროექტი დღესაც წარმატებით გრძელდება.