ვიმ-ბილ-დან საქართველო

„პეპსიკოში“ გარემოს, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკები გარემოს, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მართვის გლობალური სისტემის (GEHSMS) მეშვეობით იმართება. ამ სისტემას საფუძვლად უდევს „პეპსიკოს“ გარემოს, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების პოლიტიკა, რომლის ერთ-ერთი საკვანძო პრინციპია გარემოზე ზრუნვა და ადამიანების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. გარემოზე ზრუნვა მოიცავს ისეთ ძირითად კონცეფციებს, როგორიცაა კომპანიის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი დაბინძურების შესაძლებლობის პრევენცია და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მოხმარება. „პეპსიკოს“ რესურსების დაზოგვის მუდმივმოქმედი პროგრამის (ReCon) დანიშნულებაა ენერგიის და წყლის რესურსების დაზოგვისა და ნარჩენების შემცირების ინოვაციური გზების მოძიება და პრაქტიკაში გამოყენება, რითაც, საბოლოო ჯამში, შემცირდება კომპანიის გარემოზე ზემოქმედება და მისი საოპერაციო ხარჯები. ReCon პროგრამას ჰყავს კომპანიის მიერ დანიშნული ხელმძღვანელი; „პეპსიკოს“ საკუთრებაში და მისი მართვის ქვეშ არსებულ ყველა ობიექტზე შექმნილია ReCon გუნდები, რომლებიც ზრუნავენ რესურსების დაზოგვასა და ნარჩენების შემცირებასთან დაკავშირებით დასახული ამოცანების შესრულებაზე და, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ აფასებენ ReCon გეგმის ეფექტურობას და ახალი/დამატებითი ზომების გატარების აუცილებლობას. ინფორმაცია საწვავის, ელექტროენერგიის, წყლის დაზოგვის და ნარჩენების წარმოქმნის მაჩვენებლების შესახებ გარკვეული პერიოდულობით მიეწოდებათ ობიექტების ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს.

„PepsiCo-ს დღის წესრიგი 2025 წლისათვის ითვალისწინებს ჯანმრთელი და მდგრადი მომავლის შექმნას, ჩვენი პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესების, გარემოს დაცვისა და ადამიანების გაძლიერების გზით“. ნუნუ ფორჩხიძე გენერალური დირექტორი