ეი პი ემ ტერმინალს ფოთი
2018 წლის ივნისში ფოთის ნავსადგურში ნაყარი ტვირთის ოპერირების ახალი, ეკომეგობრული ტექნოლოგია დაინერგა. ტრადიციული მეთოდით დამუშავებისას ნაყარი ტვირთი (მაგალითად, სპილენძის კონცენტრატი) ჯერ პირდაპირ ნავმისადგომზე იყრება და შემდეგ იტვირთება გემში. ასეთი პროცესი წარმოქმნის არაორგანულ მტვერსა და ნარჩენებს, რომლებიც წყალსა და ატმოსფეროში იფრქვევა, რის შედეგადაც დიდად ზიანდება ეკოსისტემა და ზარალდება მომხმარებელიც, რადგან მისი ტვირთის ნაწილი იკარგება. ახალი ტექნოლოგია საშუალებას აძლევს კომპანიას ორჯერ შეამციროს უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე და მინიმუმამდე დაიყვანოს ტვირთის დანაკარგი: ინოვაციური „მბრუნავი სპრედერის” გამოყენებით შესაძლებელი ხდება ნაყარი ტვირთის კონტეინერებით გადატანა და პირდაპირ გემში ჩატვირთვა.
მბრუნავი სპრედერების გამოყენებით ტვირთის დანაკარგი 2%-დან 1%-მდე შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ წელიწადში დაახლოებით 2600 ტ. სპილენძის მტვერი აღარ გაიბნევა გარემოში. ამასთან, იმატა ტვირთის დამუშავების პროცესის ეფექტურობამ – 3 ამწის მეშვეობით გადამუშავებული 5000 ტ. ტვირთის ნაცვლად, კომპანია იმავე დროში 10,000 ტ. ტვირთს 1 ამწით ამუშავებს. ნავსადგური გეგმავს იგივე ტექნოლოგია სხვა ნაყარი ტვირთებისთვისაც გამოიყენოს, რადგან ამას მრავალმხრივი სარგებელი მოაქვს – იზოგება გარემო, იზოგება მომხმარებლის რესურსი, იზრდება ტვირთბრუნვა და პორტის მწარმოებლუნარიანობა.
„ჩვენი მიზანია ფოთის პორტის ბიზნესსაქმიანობა იყოს უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი როგორც კომპანიის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ახალი, ინოვაციური პროექტი, რომელიც დადებითად იმოქმედებს როგორც გარემოზე, ასევე ნავსადგურის მწარმოებლუნარიანობის გაზრდაზე“. კლაუს ჰოლმ ლოურსენი გენერალური დირექტორი