ვიმ-ბილ-დან საქართველო
„პეპსიკოში“ გარემოს, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკები გარემოს, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მართვის გლობალური სისტემის (GEHSMS) მეშვეობით იმართება. ამ სისტემას საფუძვლად უდევს „პეპსიკოს“ გარემოს, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების პოლიტიკა, რომლის ერთ-ერთი საკვანძო პრინციპია გარემოზე ზრუნვა და ადამიანების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. EHS08 სტანდარტის (კომპეტენცია, ტრენინგი, ცოდნა) თანახმად, „პეპსიკოს“ ყველა თანამშრომელი და კონტრაქტორი გადის EHS-ტრენინგს, რომლის მიზანია თანამშრომლებში დაგეგმვის და ანგარიშგების პროცესების შესაბამისი კომპეტენციის განვითარება. „პეპსიკოს“ მიაჩნია, რომ პერსონალის ტრენინგი განაპირობებს კომპანიის წარმატებას. კომპანია ცდილობს, რომ ტრენინგების თემატიკა მაქსიმალურად ეხმიანებოდეს თანამშრომლების სამუშაო ვალდებულებებს.
„პეპსიკო“, ინფორმაციის შეხსენების და ცოდნის განახლების მიზნით, პერიოდულად განმეორებით ტრენინგებსაც ატარებს. ტრენინგის საჭიროება დგინდება კონკრეტული სამუშაო პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე; თითოეული თემისთვის ყველა საჭირო რეგულაციის და სტანდარტის გათვალისწინებით მზადდება საკითხავი მასალა. საჭიროებისამებრ მუშავდება ასევე ცოდნისა და უნარ-ჩვევების შესაფასებელი ტესტები. 2017 წელს ჩატარებული გარემოსდაცვითი სატრენინგო საათების ჯამური რაოდენობა შეადგენდა 180 საათს. 2018 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით გარემოსდაცვითი სატრენინგო საათების რაოდენობამ შეადგინა 430 საათი.